ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ზიგომატიციტი
საფეთქლის ძვლის ყვრიმალის მორჩის ძვლოვან უჯრედებში ლოკალიზებული ჩირქოვანი პროცესი
ზიგოტა
ორი სასქესო უჯრედის შეერთებით მიღებული ახალი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი
ზონდაჟი, ზონდირება
ზონდის საშუალებით რაიმე ღრუს, არხის ან ფისტულის გამოკვლევის მეთოდი
ზოონოზები
ცხოველთა ისეთი ინფექციური დაავადებანი, რომლებიც შეიძლება ადამიანსაც გადაედოს
ზოონოზური დაავადება
ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება
ზოოტოქსინები
სამკურნალოდ ხმარებული ცხოველური (გველის, ფუტკრის და სხვ.) შხამი
ზურგის ტვინის ტაბესი, ტაბეს დორსალის
ნერვული სისტემის სიფილისის გვიანი გამოვლენა. საფუძვლად უდევს ზურგის ტვინის უკანა ფესვებსა და სვეტებში დეგენერაციული ცვლილებები.