ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ვაგინა, საშო
ქალის სასქესო აპარატის ნაწილი, კუნთოვანი მილი, მდებარეობს სწორ ნაწლავსა და შარდის ბუშტს შორის.
ვაგინიზმი
ქალის გარეთა სასქესო ორგანოების მომეტებული მგრძნობელობა, რაც სქესობრივი აქტის ან გინეკოლოგიური გამოკვლევის დროს იწვევს მენჯის ძირის მთელი მუსკულატურის ტონურ შეკუმშვას.
ვაგინიტი
საშოს ლორწოვანი გარსის ანთება
ვაგინოდინია
საშოს ნევრალგიური ტკივილი
ვაგინოპექსია
საშოს კედლების მიკერება და ფიქსაცია მეზობელ წარმონაქმნებზე
ვაგინოსკოპია
საშოს ინსტრუმენტული (კოლპოსკოპით) გასინჯვა.
ვაგინოფიქსაცია
საშოს წინა კედელზე საშვილოსნოს მიკერება
ვაგოტომია
ცდომილი ნერვის გადაჭრა
ვაგოტონია
ვეგეტატიური ნერვული სისტემის პარასიმპათიკური ნაწილის ტონუსის მომატება
ვაზექტომია
სათესლე სადინარის მონაკვეთის ამოკვეთა
ვაზოგრაფია, ანგიოგრაფია
სხვადასხვა ორგანოს სისხლძარღვთა გამოკვლევის რენტგენოლოგიური მეთოდი
ვაზოდილატატორები
სისხლძარღვთა გამაფართოებლები
ვაზოკონსტრიქტორები
სისხლძარღვთა შემავიწროებლები
ვაზომოტორები
ვეგეტატიური ნერვული სისტემის ბოჭკოები, რომელნიც იწვევენ სისხლძარღვთა სანათურის შევიწროებას ან გაფართოებას.
ვაზორაფია
სათესლე სადინარის გაკერვის მეთოდი
ვაზოსპაზმი, ანგიოსპაზმი
წვრილი არტერიების, არტერიოლებისა და კაპილარების სპაზმი, უმეტესად ნევროგენული წარმოშობის.
ვაზოტომია
სათესლე სადინარის გაკვეთა
ვაინბერგის რეაქცია
კომპლემენტის შებოჭვის სეროლოგიური რეაქცია, რომლითაც ადგენენ ექინოკოკის არსებობას.
ვალგუსი
სხეულის შუა ხაზიდან კიდურის ძვლის ან სახსრის გარეთკენ გამრუდება
ვალვულოპლასტიკა
გულის სარქვლის ფუნქციის აღსადგენი პლასტიკური (ქირურგიული) ოპერაცია
ვალვულოტომია
გულის სარქვლის გაკვეთის ოპერაცია, რომელსაც მიმართავენ გულის ამა თუ იმ სარქვლის შევიწროებული ხვრელის განვლადობის აღდგენის მიზნით.
ვარიკოცელე
სათესლე ბაგირაკის ვენების გაგანიერება.
ვარუსი
სხეულის შუა ხაზიდან კიდურის ძვლის ან სახსრის შიგნით გამრუდება.
ვასერმანის რეაქცია
სიფილისის გამოსავლენი სეროლოგიური რეაქცია. ეს რეაქცია შეიძლება დადებითი იყოს აგრეთვე მალარიის, ქუნთრუშის, შებრუნებითი ტიფის, კიბოს და სხვ. დროს.
ვასკულიტი
წვრილი სისხლძარღვების ანთება.
ვაქცინა
მიკრობებისგან მიღებული პრეპარატი, რომლითაც ცრიან ადამიანებსა და ცხოველებს ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ აქტიური იმუნიტეტის შესაქმნელად.
ვაქცინაცია
ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში ვაქცინის შეყვანა, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი ხელოვნურად იძენს სენშეუვალობას.
ვაქცინოთერაპია
ვაქცინით, როგორც სპეციფიკური ანტიგენური გამღიზიანებლით მკურნალობის მეთოდი.
ვეგეტონევროზი
ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადება.
ვეზიკულა
კანის გამონაყარის ერთ-ერთი პირველი მორფოლოგიური ელემენტი; ვითარდება ეპიდერმისში ექსუდატის დაგროვების შედეგად. ვეზიკულა კანზე ამობურცული ფეტვის ან მუხუდოს მარცვლისოდენა წარმონაქმნია. შეიცავს გამჭვირვალე, უფრო იშვიათად მღვრიე ან სისხლნარევ შიგთავსს.
ვეზიკულიტი
სათესლე ბუშტუკების ანთება.
ვენა ზედა ღრუ
იქმნება ორი უსახელო ვენის შეერთებით, სისხლს აგროვებს თავიდან, კისრიდან, ზედა კიდურებიდან, გულმკერდის კედლებიდან და მასში მდებარე ორგანოებიდან, ნაწილობრივ მუცლის კედლებიდანაც.
ვენა კარის
მდებარეობს ღვიძლის კარში, აგროვებს სისხლს მუცლის ღრუს ყველა ორგანოდან შარდ-სასქესო ორგანოების გამოკლებით.
ვენა ქვედა ღრუ
იქმნება თეძოს საერთო ვენების შეერთებით, სისხლი მიაქვს მარჯვენა წინაგულში ქვედა კიდურებიდან, მენჯის, მუცლის ღრუს კედლებიდან და აღნიშნულ ღრუებში მდებარე შიგნეულობის ყველა ორგანოდან.
ვენები
სისხლძარღვები, რომლებითაც სისხლი ორგანოებიდან და ქსოვილებიდან მიედინება გულისკენ. ვენური სისტემა იწყება კაპილარული ქსელიდან, სადაც ყალიბდება ვენულები, რომელთა შეერთება ქმნის ვენებს. არტერიების კედლებთან შედარებით, ვენების კედლები უფრო თხელი და პლასტიკურია.
ვენეროლოგი
ვენერულ დაავადებათა ექიმი.
ვენეროლოგია
მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის ვენერულ დაავადებებს, მათ მკურნალობას და პროფილაქტიკას.
ვენერული დაავადებები
ინფექციურ დაავადებათა ჯგუფი: სიფილისი (ათაშანგი), გონორეა და სხვ., რომლებიც ძირითადად სქესობრივი გზით ვრცელდება.
ვენის კენჭი, ფლებოლითი
მრგვალი კენჭისებრი წარმონაქმნი; გვხვდება ვარიკოზულად გაფართოებული ვენის სანათურში, ვითარდება თრომბის გაკირვის შედეგად.
ვენტრალური
მუცელზე ან მუცლის მხარეს, ხერხემლის სვეტის წინ მდებარე.
ვერტიგო
თავბრუ, რეტი.
ვერტიგოფობია
თავბრუს შიში, ნათხემის დაავადებათა ერთ-ერთი სიმპტომი.
ვესტიბულური აპარატი
სხეულის მდებარეობის, მოძრაობის აღქმისა და წონასწორობის შენარჩუნების ორგანო.
ვირილიზმი
ქალებში მამაკაცის მეორეული სასქესო ნიშნები. ვირილიზმის დროს აღინიშნება ხმის გაბოხება, ტანზე თმის ამოსვლა, წვერ-ულვაშის ზრდა, მენსტრუაციის უქონლობა ან დაწყებისთანავე შეწყვეტა.
ვირულენტობა
ინფექციური აგენტის (მიკრობის შტამის, ვირუსისა და სხვ.) პათოგენურობის (დამაავადებელი თვისებების) დონე. დამოკიდებულია როგორც ინფექციური აგენტის თვისებებზე, ისე ორგანიზმის მგრძნობელობაზე.
ვირუსები
ინფექციურ დაავადებათა გამომწვევი აგენტები, რომლებიც მხოლოდ ცოცხალ უჯრედებში მრავლდებიან. მათ უმცირესი ზომა აქვთ და ამიტომ ისინი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, უხილავი არიან ჩვეულებრივ სინათლის მიკროსკოპში და თავისუფლად გადიან ბაქტერიების დამჭერ ფილტრებში.
ვირუსოლოგია
მეცნიერება ვირუსების - სუბმიკროსკოპული უჯრედშიგა პარაზიტების შესახებ.
ვირუსული ჰეპატიტი
ინფექციური ვირუსული დაავადება, აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსის განსაკუთრებული სახე. მას შეიცავს ავადმყოფის სისხლი, ნაღველი, განავალი, განსაკუთრებით სიყვითლის წინა პერიოდში და სიყვითლის პირველ 10-12 დღეში. დადგენილია ამ დაავადების ორი ფორმა: 1) ეპიდემიური ჰეპატიტი, რომელიც ვრცელდება ადამიანის პერორული გზით დასნებოვნებისას - დაბინძურებული ხელებით, საჭმელით ან სასმელით. მოსალოდნელია აგრეთვე დასნებოვნება წვეთოვანი გზით; 2) აცრის, ანუ შრატისმიერი ჰეპატიტი, რომლის დროსაც დასნებოვნება ხდება ინფექციის პარენტერული გადაცემით.
ვისცერული
შინაგანი ორგანოსი, შინაგან ორგანოსეული.
ვიტამინები
სხვადასხვა ქიმიური ბუნების ორგანულ ნაერთთა ჯგუფი, რომლებიც სხვა ძირითად საკვებ პროდუქტებთან (ცილებთან, ცხიმებთან, ნახშირწყლებთან და მარილებთან) ერთად აუცილებელია ადამიანისა და ცხოველების კვებისათვის. მათ უდიდესი მნიშვნელობა აქვთ ნივთიერებათა ნორმალური ცვლისა და სიცოცხლისათვის.
Next >>2