ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ეაკულაცია
თესლის გადმოსროლა
ეგზანთერმა, გამონაყარი
წინწკლოვანი გამონაყარი კანზე
ეგზემა
კანის ანთებითი არაგადამდები დაავადება
ეგზოფთალმი
თვალების გადმოკარკვლა, გვხვდება ბაზედოვის დაავადების, ტვინის სიმსივნის და ჰიდროცეფალიის შემთხვევაში.
ევთანაზია
უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით
ევნუქოიდიზმი
სასქესო ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობის შედეგად განვითარებული სინდრომი.
ევსტაქიიტი
ევსტაქის მილის ქრონიკული ან მწვავე კატარული ანთება
ეიფორია
კარგი გუნება-განწყობილება, მხიარულების, ფიზიკური კმაყოფილების, ნეტარების გრძნობა, რაც არ შეესაბამენა ავადმყოფის ობიექტურ მდგომარეობას.
ეკლამპსია
მძიმე დაავადება ორსულობის მეორე ნახევარსა და მშობიარობის პერიოდში. ახასიათებს ფსიქოზური მოვლენები, ფსიქომოტორული აგზნება და სხვ. მძიმე შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კომური მდგომარეობა.
ეკქიმოზი
კანქვეშა სისხლჩაქცევა
ელეფანტიაზი, სპილოვნობა, ”სპილოს ავადმყოფობა”
ლიმფის ქრონიკული შეგუბების გამო კანისა და კანქვეშა ქსოვილის გასქელება. დამახასიათებელია ქვედა და ზედა კიდურებისა და სასქესო ორგანოების გადიდება და დეფორმაცია.
ელექტროენცეფალოგრაფია
ობიექტური კვლევის მეთოდი, რომლის საშუალებითაც ხდება თავის ტვინის ელექტრული აქტივობის რეგისტრაცია.
ელექტროკარდიოგრაფია
გულის ფიზიოლოგიურ თვისებათა გამოკვლევის მეთოდი გულის მოქმედ კუნთში წარმოქმნილი ელექტრული იმპულსების გრაფიკული რეგისტრაციის გზით.
ელიმინაცია
ორგანიზმიდან მავნე პროდუქტების განდევნა
ემბოლია
სისსხლძარღვის სანათურის დაცობა სისხლის ნაკადით მოტანილი ნაწილაკებით (თრომბით, ცხიმის წვეთებით, ჰაერით, სიმსივნური უჯრედებითა და ბაქტერიებით).
ემბრიოკარდია
გულის განსაკუთრებული რიტმი. ახასიათებს ტოლი ხანგრძლივობის სისტოლური და დიასტოლური პაუზები და გულის ტონების ერთნაირი სიძლიერე გულის რითმის მნიშვნელოვანი აჩქარების დროს.
ემბრიონი, ჩანასახი
ცხოველებისა და ადამიანის ჩანასახი, ე.ი ორგანიზმი განვითარების ადრეულ პერიოდში: განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან დამოუკიდებელი კვებისა და აქტიური მოძრაობის უნარის შეძენამდე.
ემპიემა
ჩირქის დაგროვება ორგანიზმის ღრუებსა და ღრუ ორგანოებში
ემფიზემა
1. ჰაერის დაგროვება რაიმე ორგანოში, ქსოვილში; 2. ფილტვის მოცულობის ავადმყოფური გადიდება. (იხ.ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება)
ენანთემა
გამონაყარი ლორწოვან გარსზე
ენდარტერიიტი
არტერიების შიგნითა გარსის ანთების შედეგად არტერიების სანთურის შეზრდა
ენდემური დაავადება
განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოქმედი მავნე ფაქტორებით ან ჯანმრთელობისათვის აუცილებელი რაიმე ფაქტორის დეფიციტით გამოწვეული დაავადება
ენდოთელიუმი
უჯრედების ფენა, რომელიც ქმნის სისხლისა და ლიმფის კაპილარების კედლებს, არტერიების, ვენებისა და გულის კედლის შიგნითა შრეს.
ენდომეტრიუმი
საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი
ენდოტოქსინი
შხამი, რომელიც გამოიყოფა ბაქტერიების სხეულიდან მათი დაღუპვის შემდეგ (ქოლერის, მუცლის ტიფის და სხვ. დროს).
ენზიმი, ფერმენტი
ცილოვანი ბუნების ორგანული ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ცოცხალ უჯრედში და ხელს უწყობს ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების აჩქარებას.
ენტეროტომია
ნაწლავის გადაჭრა
ეოზინოპენია
პერიფერიულ სისხლში ეოზინოფილთა რაოდენობის შემცირება.
ეოზინოფილია
ეოზინოფილების რაოდენობის მომატება სისხლში (5-6%-ზე მეტი).
ეპიგასტრიუმი
მუცლის ზედა მიდამო
ეპიდემია
განსაზღვრულ ტერიტორიაზე ან მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფში დროის გარკვეულ პერიოდში დაავადების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელ (ფონურ) დონესთან შედარებით
ეპიდემიოლოგია
მედიცინის დარგი, რომელიც სწავლობს ეპიდემიათა წარმოშობას, განვითარებასა და მათთან ბრძოლის საშუალებებს.
ეპიდემიოლოგიური კონტროლი
გადამდები დაავადებების ეპიდემიური პროცესის მართვის პროფილაქტიკურ და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა სისტემა
ეპიდემიური აფეთქება
მოსახლეობის შეზღუდულ რაოდენობაში გადამდები დაავადების ახალი შემთხვევების სიხშირის მკვეთრი ზრდა ხანმოკლე პერიოდში
ეპიდემიური კერა
ინფექციის წყაროს ადგილი და მისი მომიჯნავე ტერიტორია, რომელთა ფარგლებშიც მოცემულ პირობებში შესაძლებელია ჯანმრთელი ადამიანების ინფიცირება დაავადების გამომწვევით
ეპიდემიური ჰეპატიტი
ინფექციური ვირუსული დაავადება, აღმძვრელია ფილტრში გამავალი ვირუსის განსაკუთრებული სახე. მას შეიცავს ავადმყოფის სისხლი, ნაღველი, განავალი, განსაკუთრებით სიყვითლის წინა პერიოდში და სიყვითლის პირველ 10-12 დღეში. დადგენილია ამ დაავადების ორი ფორმა: 1) ეპიდემიური ჰეპატიტი, რომელიც ვრცელდება ადამიანის პერორული გზით დასნებოვნებისას - დაბინძურებული ხელებით, საჭმელით ან სასმელით. მოსალოდნელია აგრეთვე დასნებოვნება წვეთოვანი გზით; 2) აცრის, ანუ შრატისმიერი ჰეპატიტი, რომლის დროსაც დასნებოვნება ხდება ინფექციის პარენტერული გადაცემით.
ეპიდზედამხედველობა
მოსახლეობის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და გავრცელების მუდმივმოქმედი სისტემა
ეპიკრიზი
ავადმყოფობის ისტორიაში შეტანილი საბოლოო დასკვნა, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზები, მიმდინარეობა, მკურნალობა და დასასრული.
ერგომეტრი
ადამიანის მიერ შესრულებული მექანიკური სამუშაოს გაზომვისა და დოზირების ხელსაწყო.
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა
პროცედურა, რომლის წარმატებით გავლა უფლებას აძლევს უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დიპლომირებულ კურსდამთავრებულს, მონაწილეობა მიიღოს დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) რომელიმე საექიმოსპეციალობის დასაუფლებლად
ერიზიპელასი, წითელი ქარი
მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის თავისებური ანთება; გამომწვევია წითელი ქარის სტრეპტოკოკი. ავადმყოფობა იწყება კანის შეწითლებით და სიცხით.
ერითრობლასტი
ბირთვიანი ერითროციტი, ერითროიდული რიგის დედა უჯრედი, რომელიც ნორმალურ პირობებში მხოლოდ ძვლის ტვინში გვხვდება, სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის (ანემიის ზოგიერთი ფორმის, ლეიკოზის) დროს კი სისხლში ცირკულირებს.
ერითროდერმია
კანის არანორმალური სიწითლე
ერითროპოეზი
სისხლის წითელი სხეულაკების - ერითროციტების წარმოქმნის პროცესი.
ერითროფობია
1. გაწითლების შიში; 2. წითელი ფერის ავადმყოფური აღქმა.
ეტიოლოგია
1. მოძღვრება დაავადების წარმომშობი მიზეზებისა და პირობების შესახებ; 2. ამა თუ იმ დაავადების გამომწვევი მიზეზები.
ეტიოპათოგენეზური მკურნალობა
მკურნალობა, რომელიც მოქმედებს დაავადების მიზეზებსა და განვითარებაზე.
ეუთირეოიდული ჩიყვი
ფარისებრი ჯირკვლის გადიდება ფუნქციის დარღვევის გარეშე.
ეფელიდები, ჭორფლი
კანზე პატარა, მრგვალი, ყვითელ-მოყავისფრო ლაქები, რომლებიც მუქდება მზის ზეგავლენით.
ეფერენტული
1. ნერვული ცენტრიდან პერიფერიაზე იმპულსების გადამცემი, მაგ. ეფერენტული ნერვი; 2. ცენტრიდანული ეფერენტული სიგნალი, იმპულსი, აგზნება.
Next >>2