ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
დაკრიორეა
ძლიერი ცრემლდენა
დაკრიოცისტიტი
საცრემლე პარკის ანთება. იწვევს ცხვირ-ცრემლის არხის შევიწროება (რაც ხშირად ცხვირის ღრუს მწვავე ან ქრონიკული ანთების შედეგია) და საცრემლე პარკში ცრემლის დაგუბება. ახასიათებს ძლიერი ცრემლდენა და ჩირქდენა. ზოგჯერ საცრემლე პარკი შებერილია. თითის დაჭერისას საცრემლე წერტილებიდან გამოიყოფა სეროზული ან ჩირქოვანი გამონადენი. თუ ანთებითი პროცესი საცრემლე პარკის ირგვლივ ქსოვილებზეც გავრცელდა, შეიძლება განვითარედეს ფლეგმონა.
დალტონიზმი
ფერების ნაწილობრივი გაურჩევლობა - მხედველობის ნაკლი, რომლის დროსაც ადამიანი ვერ არჩევს ერთმანეთისგან ზოგიერთ ფერს, მეტწილად მწვანესა და წითელს.
დამბლა
მამოძრავებელი ან შეგრძნების ფუნქციების სრული ამოვარდნა ან შესუსტება, რომელიც ვითარდება ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის მამოძრავებელი ცენტრებისა და გამტარი გზების დაზიანებისას.
დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა
შესაბამისი სამედიცინო განათლების და დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა
უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი
პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას
დარსონვალიზაცია
მაღალი ძაბვის, მცირე ძალისა და მაღალი სიხშირის იმპულსური დენით მკურნალობის მეთოდი. იყენებენ ნევრალგიის, სასმენი ნერვის ნევრიტის, მიალგიის, თავის ტკივილის, ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და სხვა დროს.
დაქტილომეგალია
თითების არაჩვეულებრივი სიდიდე აკრომეგალიის დროს
დაქტილოსკოპია
კრიმინალისტიკის ნაწილი, რომელიც შეისწავლიოს ხელის კანისა ქარგების აღნაგობას პიროვნების კრიმინალისტიკური იდენტიფიკაციის, სისხლის სამართლებრივი რეგისტრაციისა და დამნაშავეთა ძებნის მიზნით.
დაჭიმულობა, ღრძობა, დისტორსია
სახსრის ოიგების გაჭიმვა (ნაწილობრივი გაწყვეტით და სისხლჩაქცევით) სწრაფი და ტლანქი მოძრაობის შედეგად
დებილობა
ფსიქიკური განუვითარებლობა, ოლიგოფრენიის შედარებით მსუბუქი ფორმა.
დეგენერატი
ადამიანი, რომელსაც დეგენერაციის, ფიზიკური ან სულიერი გადაგვარების ნიშნები აქვს.
დეზინსექცია
ინფექციური დაავადების გამავრცელებელი ფეხსახსრიანების (მწერების, ტკიპების) მოსპობა სპეციალური საშუალებებით
დეზინტოქსიკაცია
ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში შხამიან ნივთიერებათა გაუვნებლობის პროცესი
დეზინფექცია
ინფექციურ დაავადებათა გამომწვევი (ბაქტერიების, ვირუსების და სხვ.) ან მათი გადამტანი ცოცხალი ორგანიზმების (პარაზიტების და სხვ.) მოსპობა ფიზიკური და ქიმიური საშუალებების გამოყენებით.
დეზოდორაცია
ორგანული ნივთიერებების (ადამიანისა და ცხოველის ექსკრემენტი, საკვები პროდუქტი, გვამი და სხვ.) ლპობის შედეგად წარმოქმნილი მყრალი სუნის აიროვანი ნივთიერების ხელოვნური მოსპობა ან შენიღბვა.
დეიტერანოპია
თანდაყოლილი სიბრმავე მწვანე ფერისადმი (დალტონიზმის ერთ-ერთი სახე).
დეკორტიკაცია
ამა თუ იმ ორგანოს (მაგ., თავის ტვინის) ქერქის ოპერაციული მოცილება.
დეკუბიტუსი, ნაწოლი
კანის ან ლორწოვანი გარსის დისტროფიულ-ნეკროზული წყლული. უვითარდება მწოლიარე დასუსტებულ ავადმყოფს იმ ადგილებში, რომელიც ხანგრძლივად განიცდის მექანიკურ ზეწოლას (მაგ. ზეწრის ნაკეცის ან ძვლის წარზიდული ნაწილისას).
დელირია, დელირიუმი
ცნობიერების აშლა, ბოდვა, რომელსაც თან სდევს ხშირი (უმთავრესად მხედველობითი) ჰალუცინაციები. აღინიშნება სულით ავადმყოფებში, ზოგიერთი მოწამვლის, ინფექციის, თავის არეში ჭრილობის და სხვ. დროს.
დელუზია
გრძნობათა მცდარობა
დემარკაცია
ქსოვილის მკვდარი უბნების გამიჯვნა ცოცხალისაგან
დემენცია, ჭკუასუსტობა
ტვინის ორგანული დაავადების შედეგად განვითარებული ჭკუასუსტობა (მოხუცებულობის ფსიქოზი, სკლეროზული ფსიქოზი, პროგრესირებადი დამბლა).
დემოგრაფია
სტატისტიკის დარგი, რომელიც იკვლევს მოსახლეობის შემადგენლობასა და მოძრაობას (შობადობა-სიკვდილიანობას, მიგრაციას და სხვ..).
დენტინი
კბილის ძვლოვანი ქსოვილი, რომელიც შეადგენს კბილის მთავარ მასას და აყალიბებს მის ფორმას.
დეონტოლოგია სამედიცინო
მედიცინის მუშაკთა პროფესიული ეთიკა, სამედიცინო პერსონალის ქცევის პრინციპები, რომლებიც მიმართულია მკურნალობის სარგებლიანობის მაქსიმალური ამაღლებისაკენ. მოიცავს საექიმო საიდუმლოების დაცვის პრობლემას, ავადმყოფის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მედმუშაკის პასუხისმგებლობის, სამედიცინო პერსონალის ურთიერთდამოკიდებულებისა და სხვა საკითხებს.
დეპიგმენტაცია
კანის ბუნებრივი ფერის დაკარგვა. გამოწვეულია ეპიდერმისის უჯრედებში პიგმენტის გაქრობით.
დეპილაცია
თმის მოცილება სამკურნალო ან კოსმეტიკური მიზნით
დეპრესია
დათრგუნვა, დაჩაგვრა - ავადმყოფური სევდიანობა, უგუნებობა, უიმედობის გრძნობა, რომელიც ახასიათებს ზოგიერთ ფსიქიკურ დაავადებას. ხშირად დეპრესია ვითარდება უარყოფითი ემოციების, კონფლიქტის, მძიმე ცხოვრებისეული სიტუაციის შედეგად და, ჩვეულებრივ, გაივლის ხოლმე გამომწვევი მიზეზის მოსპობის ან გარკვეული დროის შემდეგ. იგი შეიძლება განვითარდეს ნევროზის დროს, აგრეთვე ზოგიერთი სამკურნალო საშუალების ხანგრძლივად მიღებისას. დეპრესია ზოგჯერ თან სდევს სხვადასხვა დაავადებას (განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა მოშლას).
დერატიზაცია
იმ მღრნელების მოსპობა, რომლებიც ავრცელებენ ინფექციურ დაავადებებს (შავ ჭირს, ტულარემიას, ლეიშმანიოზსა და სხვ) და ეკონომიკურ ზარალს აყენებენ მეურნეობას.
დერმატიტი
კანის ანთება, რომელსაც იწვევს გარემოს სხვადასხვა აგენტის უშუალო მოქმედება. დერმატიტის გამომწვევი ზოგიერთი გამღიზიანებლის (ძლიერი მჟავების, ტუტეების, მაღალი და დაბალი ტემპერატურისა და სხვ.) ზემოქმედებით დაავადება შეიძლება განუვითარდეს ყველა ადამიანს, ზოგიერთი კი მხოლოდ იმ პირებზე მოქმედებს, რომელთაც მომეტებული მგძნობელობა აქვთ ამ გამღიზიანებლისადმი (ე.წ. ალერგიული დერმატიტი). არსებობს დერმატიტის მწვავე და ქრონიკული ფორმები. მწვავე დერმატიტს ახასიათებს კანის სიწითლე და შეშუპება, წვის, ჩხვლეტის, ზოგჯერ ტკივილის ან ქავილის შეგრძნება. გაწითლებულ კანზე შეიძლება წარმოიქმნეს ბუშტუკები, რომლებიც შემდეგ სკდება და ნაჭდევებს ტოვებს. უფრო იშვიათია კანის დაწყლულება ან ნეკროზი. ქრონიკულ დერმატიტს, რომელიც შედარებით სუსტი გამღიზიანებლის ხანგრძლივი მოქმედების შედეგად ვითარდება, ახასიათებს მოლურჯო შეფერილიბა და რქოვანა შრის შესქელება. გამღიზიანებლის მოქმედების შეწყვეტის შემდეგ დერმატიტი მალე ქრება.
დერმატოზი
კანისა და მისი დანამატების (თმის, ფრჩხილებისა და სხვ.) დაავადებათა საერთო სახელწოდება.
დერმატოლოგია
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის კანს, მის აგებულებასა და ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. კანის დაავადებათა მიზეზებსა და მიმდინარეობას, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს.
დერმატომიოზიტი
ორგანიზმის საერთო დაავადება, რომლის დროსაც უმეტესად ზიანდება კანი, კუნთები და ნერვები. შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. დერმატომიოზიტი სხვადასხვაგვარად ვლინდება. უფრო ხშირია კუნთების ტკივილი, მათი ცალკეული ჯგუფის დაჭიმულობა, განსაკუთრებით მოძრაობის დროს, კანის ზოგიერთი უბნის შეწითლება (უმეტესად სახის არეში), აქერცვლა, კანის სისხლძარღვთა გაფართოება და სხვ.
დერმოგრაფიზმი
კანის სისხლძარღვთა რეაქცია, კანის შტრიხული მექანიკური გაღიზიანების ადგილზე თეთრი ან წითელი ზოლის წარმოქმნა. თეთრი დემოგრაფიზმი ვითარდება სპაზმის, წითელი კი - კაპილარების გაფართოების დროს. დერმოგრაფიზმის ხასიათის დადგენას დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული და ენდოკრინული სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკისათვის.
დერმოიდი
განვითარების მანკი, პარკისებრი სიმსივნე, რომლის კედელი თავისი აგებულებით კანს წააგავს. შეიცავს ცხიმისებრ ნივთიერებას თმოვანი შენარევით.
დესენსიბილიზაცია
ორგანიზმის მომეტებული მგრძნობელობის (სენსიბილიზაციის) დაქვეითება ან მოსპობა მისთვის უცხო, უმეტესად ცილოვანი ბუნების ნივთიერების განმეორებით შეყვანისას.
დესმოიდი
მკვრივი ფიბრომა
დესმურგია
პრაქტიკული ქირურგიის ნაწილი, რომელიც ნახვევების დადების წესებს სწავლობს.
დესქვამაცია
კანის აქერცვლა
დეფეკაცია
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაცლა საკვების მოუნელებელი ნარჩენებისაგან. დეფეკაციის დროს რეფლექსურად დუნდება სწორი ნაწლავის ჩამკეტი სფინქტერები და ფეკალური მასა მსხვილი და სწორი ნაწლავის პერისტალტიკის მეშვეობით გარეთ გამოიდევნება.
დექსტროკარდია
გულის თანდაყოლილი მარჯვენა მხარეზე მდებარეობა
დიაბეტი
იმ დაავადებათა საერთო სახელწოდება, რომელთა დამახასიათებელია შარდის ჭარბად გამოყოფა.
დიაბეტი რენული, დიაბეტი თირკმლის, თირკმლის გლიკოზურია
შარდში შაქრის გამოყოფა სისხლში მისი ნორმალური კონცენტრაციით არსებობის დროს
დიაბეტი უშაქრო
ენდოკრინული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია სისხლში ჰორმონ ვაზოპრესინის შემცირებასთან: ახასიათებს ძლიერი წყურვილი და უშაქრო შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა. იწვევს ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის უკანა ნაწილის დაზიანება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ინფექცია, ანთება, სიმსივნე, ტრავმა და სხვ. მნიშვნელოვანი ფაქტორია მემკვიდრეობითობაც.
დიაბეტი შაქრიანი
ნეირო-ენდოკრინული ქრონიკული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ყველა სახის ნივთიერებათა ცვლის (ცხიმოვანი, ცილოვანი, წყლის, განსაკუთრებით კი ნახშირწყლების ცვლის) მოშლა. იწვევს ორგანიზმში კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის - ინსულინის ნაწილობრივ ან სრულ უკმარისობას. ინსულინის უკმარისობის გამო ღვიძლი და კუნთები ვეღარ გარდაქმნის შაქარს გლიკოგენად. ქსოვილი კარგავს შაქრის ჟანგვის უნარს და ვეღარ იყენებს მას ენერგიის წყაროდ. ვითარდება ნეოგლიკოგენეზი (შაქრის წარმოქმნა ცილებისა და ცხიმებისაგან), რის გამოც შაქარი გროვდება სისხლში (ჰიპერგლიკემია). შაქრის ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან ერთად (გლოკოზურია). ჯერ სისხლში, შემდეგ კი შარდში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით აცეტონური სხეულაკები, ირღვევა ორგანიზმის ტუტე-მჟავური წონასწორობა, ვითარდება აციდოზი. ავადმყოფს აწუხებს ძლიერი წყურვილი (პოლიდიფსია, დიდი რაოდენობით და ხშირად შარდავს (პოლიურია), აღინიშნება პირისა და კანის სიმშრალე, გაძლიერებული მადა (პოლიფაგია), წონაში დაკლება (თუმცა ხშირად ავადმყოფებს ჭარბი წონაც აქვთ), საერთო სისუსტე და სხვ.
დიათეზი
ორგანიზმის ამა თუ იმ დაავადებისადმი მიდრეკილება, ხშირად თანდაყოლილი.
დიათერმია
სამკურნალო მიზნით სხეულის ქსოვილების ღრმა გათბობა მაღალი სიხშირის დაბალი ძაბვის ელექტროდენით, რომელიც მიიღება სპეციალური აპარატიდან. დიათერმიის მეთოდს მიმართავენ კუნთების, ნერვების, სახსრების, სუნთქვის, გრძნობის, სისხლის მიმოქცევის, საჭმლის მომნელებელი და შარდსასქესო ორგანოების ქვემწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.
დიაპედეზი
სისხლის გამოჟონვა, სისხლის ფორმიანი ელემენტების (ერითროციტებისა და ლეიკოციტების) გამოსვლა დაუზიანებელი სისხლძარღვის კედლებიდან ქსოვილებში.
Next >>2