ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
სამედიცინო დახმარება, რომლის გარეშეც გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება
გაიდლაინი, კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია
მტკიცებულებაზე დაფუძნებული, მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის (ნოზოლოგია/სინდრომი) მართვის რეკომენდაცია, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
გაკირვა, პეტრიფიკაცია
ქსოვილების ინფილტრაცია კალციუმის მარილებით.
გალაქტოზა
ერთ-ერთი მარტივი შაქარი, წარმოიქმნება ლაქტოზის (რძის შაქრის) დაშლის შედეგად
გალაქტოზემია
გალაქტოზის დაგროვება სისხლში
გალაქტოზურია
შარდში გალაქტოზის გამოყოფა (შაქრიანი დიაბეტის, ბაზედოვის დაავადების, ორგანიზმის გამოფიტვის დროს)
გალვანოთერაპია
დაბალი ძაბვის მუდმივი ელექტრული დენით მკურნალობა
გამა-გლობულინი
სისხლის შრატის ცილოვანი ფრაქცია, რომელიც იმუნურ შრატში ასრულებს ანტისხეულების ფუნქციას
გამეტები
მამრობითი ან მდედრობითი სასქესო უჯრედები, რომლებიც უკავშირდებიან ერთიმეორეს კონიუგაციის ან კოპულაციის გზით. უმაღლეს ცხოველებში წარმოდგენილია კვერცხუჯრედითა და სპერმატოზოიდით.
განაყოფიერება, ფეკუნდაცია
სპერმატოზოიდების შეერთება კვერცხუჯრედთან.
განგლიონები (ნერვული კვანძები)
სხვადასხვა სიდიდის განცალკევებულ ნერვულ უჯრედთა გროვები, რომლებიც განლაგებულნი არიან ნერვული ღეროების გზაზე.
განგლიონი
ცისტური წარმონაქმნი, ვითარდება უმთავრესად სასახსრე ჩანთისაგან, იშვიათად მყესთა ბუდისაგან ხელისგულსა ან ფეხისგულზე
განგრენა
ნეკროზის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც ზიანდება როგორც ზედაპირული, ისე ღრმად მდებარე ქსოვილები, ძვლები და სახსრები. ზოგჯერ თან სდევს ჩირქოვანი ინფექცია. ვითარდება დაავადების – ემბოლიის, ათერომატოზის, დიაბეტის, დამწვრობის, მოყინვის და სხვ. შედეგად. არჩევენ განგრენის ორ ფორმას: მშრალსა და სველს.
განსაკუთრებით საშიში ინფექციები
პათოგენური ბიოლოგიური აგენტებით გამოწვეული დაავადებები, რომლებიც განსაკუთრებულ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას
გარგოილიზმი
თანდაყოლილი დაავადება, ახასიათებს ქონდრის კაცის სიმაღლე, არაპროპორციულად დიდი თავი, მახინჯი პირისახე და ჩონჩხის სხვა ცვლილებები, ჰეპატოსპლენომეგალია, რქოვანას შემღვრევა და ჭკუასუსტობა.
გასტრალგია
კუჭის ტკივილი, უპირატესად ნევროგენური წარმოშობის
გასტრასთენია
კუჭის ფუნქციური სისუსტე
გასტრექტაზია
კუჭის გაგანიერება
გასტრექტომია
კუჭის სრული ამოკვეთა
გასტრიტი
კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება
გასტროგრაფია
კუჭის მოძრაობის ჩაწერის მეთოდი
გასტროდუოდენიტი
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება
გასტროდუოდენოსტომია
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავს შორის ანასტომოზის შექმნის ოპერაცია
გასტროენტეროკოლიტი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადება: კუჭის, წვრილი და მსხვილი ნაწლავის ერთდროული დაავადება, უმთავრესად მწვავე ინფექციისა და საჭმლით მოწამვლის შემთხვევებში.
გასტროენტეროლოგია
მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა აგებულებას, ფუნქციებს, დაავადებებს, შეიმუშავებს ამ დაავადებათა დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს.
გასტროენტეროსტომია
კუჭისა და წვრილი ნაწლავის ოპერაციული შეერთება ანასტომოზის საშუალებით.
გასტროეტერიტი
კუჭისა და წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული ანთება. დამახასიათებელია დისპეფსიური მოვლენები და ფაღარათი.
გასტრომალაცია
კუჭის კედლის დარბილება კუჭის წვენის მოქმედების შედეგად, ჩვეულებრივ ვითარდება სიკვდილის შემდეგ.
გასტრომიქსორეა
კუჭის ლორწოვანას მიერ უზმოზე ლორწოს უხვად გამოყოფა
გასტროპექსია
კუჭის ამოკერება მუცლის წინა კედელზე კუჭის დაწევის დროს
გასტროპტოზი
კუჭის დაწევა, რაც სხეულის კონსტიტუციურ თავისებურებებთან არის დაკავშირებული.
გასტრორაგია
კუჭიდან სისხლის დენა
გასტროსკოპია
კუჭის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოთი - გასტროსკოპით.
გასტროსპაზმი
კუჭის კრუნჩხვები
გასტროსტომია
ქირურგიული ოპერაცია, რომლის მიზანია საყლაპავი მილის გაუვალობისას ხელოვნური გზის შექმნა საკვების შესაყვანად პირდაპირ კუჭში საყლაპავი მილის გვერდის ავლით.
გასტროცელე
კუჭის თიაქარი
გაუტკივარება, ანესთეზია
მგრძნობელობის დაკარგვა, რეცეპტორული ფუნქციების მოშლა ამ თუ იმ არეში. გაღიზიანება არ აღწევს ცნობიერებამდე (არ შეიგრძნობა).
გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი
პირის შესაძლებლობა, შეაფასოს საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობა, სამედიცინო ჩარევის მიზანი და მკურნალობის მოსალოდნელი შედეგი
გაძვალება, ოსიფიკაცია
1. ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნა; 2. გაძვალება, ძვლოვან ქსოვილად გარდაქმნა.
გენერიკული მედიკამენტი
საერთაშორისო, არაპატენტირებული მედიკამენტი
გენეტიკა
მეცნიერება ორგანიზმთა მემკვიდრულობასა და ცვალებადობის კანონის შესახებ. მისი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა შეიმუშაოს მემკვიდრულობის მართვისა და მემკვიდრული ცვალებადობის მეთოდები იმ მიზნით, რომ შესაძლებელი იყოს ადამიანისთვის საჭირო ფორმების მიღება ან მათი ინდივიდუალური განვითარების წარმართვა.
გენეტიკური ნათესავი
დონორის ან რეციპიენტის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, ძმა, და, ძმისწული, დისწული, დედის ძმა ან და, მამის ძმა ან და, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი
გენიტალიები
სასქესო ორგანოები
გენომი
ქრომოსომების ერთობლიობა, რომელიც შეიცავს მემკვიდრეობით ფაქტორებს (გენებს)
გენოტიპი
ორგანიზმის ქრომოსომებში ლოკალიზებული ყველა გენის ერთობლიობა
გეოფაგია
მიწის, თიხის ჭამა
გერიატრია
გერონტოლოგიის ნაწილი, შეისწავლის სიბერის დაავადებებს, მათ გამომწვევ მიზეზებს, თავისებურებებსა და მკურნალობის მეთოდებს.
გერონტოლოგია
მოძღვრება სიბერეზე. შეისწავლის ცოცხალი ორგანიზმების, მათ შორის ადამიანის დაბერების პროცესებს.
გიბუსი, კუზი
ზურგის სპეციფიკური გამოდრეკა, წარმოადგენს ხერხემლის დაავადების გამოვლენას. ყველაზე ხშირად გვხვდება ტუბერკულოზური სპონდილიტის დროს.
გიგანტიზმი
სხეულის ნაწილების (მაგ., კიდურების) პროპორციული, ნორმაზე მეტად გაზრდა-გადიდება, განსაკუთრებული ზრდა სიმაღლეში. ტვინის დანამატის ჰიპერფუნქციის მაჩვენებელია.
Next >>2