ტერმინები და განმარტებები
GE 
მოძებნე:      დასახელებით     აღწერილობით
                                                                                                  
დასახელება
აღწერილობა
აბრევიატურა
ბაბინსკის რეფლექსი
ტერფის გარეთა კიდის შტრიხული გაღიზიანებისას ცერის ტერფის ძირისკენ მოხრა და დანარჩენი თითების მარაოსებრი გაშლა; პირამიდული გზების დაზიანების ძირითადი და უტყუარი ნიშანია.
ბაზალიომა
ბაზალურუჯრედოვანი კიბო – ეპიდერმისის ბაზალური შრის ან კანის დანამატებისაგან წარმოქმნილი კანის სიმსივნე. ვითარდება სახეზე, იშვიათად კიდურებსა ან ტანზე. იზრდება ნელა და მეტასტაზებს თითქმის არ იძლევა.
ბაზოფილი
სისხლის თეთრი სხეულაკების – ლეიკოციტების ერთ-ერთი სახე, რომლის ციტოპლაზმის მარცვლები იღებება ძირითადი საღებავებით მუქ ლურჯ ფერად.
ბაზოფობია
სიარულის დროს წაქცევის შიში
ბათოფობია
სიმაღლიდან გადმოხედვის შიში
ბალანიტი
მამაკაცის ასოს თავის საფარველის ანთება
ბალანოპოსტითი
მამაკაცის ასოს თავისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ანთება
ბალანტიდიაზი
მსხვილი ნაწლავის კედელზე მოპარაზიტე ინფუზორიის მიერ გამოწვეული ავადმყოფობა
ბალიზმი
ზედა კიდურების უნებლიე რიტმული მოძრაობა, რომელიც ხშირად მეორდება
ბალნეოთერაპია
ბალნეოლოგიის დარგი, შეისწავლის მინერალური წყლის შინაგან და გარეგან გამოყენებას სამკურნალო მიზნით; დაავადებათა მკურნალობა აბაზანებით.
ბალნეოლოგია
მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის მინერალური წყლების წარმოშობას, მათ ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებს, სამკურნალო-პროფილაქტიკური მიზნით გამოყენების მეთოდებს, სამედიცინო ჩვენებებსა და უკუჩვენებებს.
ბარაგნოზი
სიმძიმის შეგრძნების უნარის დაკარგვა
ბართოლინიტი
ბართოლინის ჯირკვლების გამომტანი სადინარების, უფრო იშვიათად, თვით ჯირკვლების ანთება. დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი შორისის არეში, სხეულის ტემპერატურის აწევა, საშოს შესავალთან შესივება
ბარორეცეპტორები
სისხლძარღვთა კედელში გაღიზიანების მიმღები მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებები, რომლებიც რეფლექსურად არეგულირებენ სისხლის წნევას.
ბაქტერიემია
ბაქტერიების არსებობა სისხლში
ბაქტერიოლიზი
ბაქტერიების დაშლა
ბაქტერიოლიზინები
ადამიანისა და ცხოველის სისხლში წარმოქმნილი ანტისხეულები, რომლებიც იწვევენ ბაქტერიების დაშლას
ბაქტერიოსტაზი
ბაქტერიების ზრდა-გამრავლების შეჩერება
ბაქტერიოტროპინები
ანტისხეულები, რომლებიც წარმოიქმნებიან ადამიანისა და ცხოველის სისხლის შრატში ინფექციური დაავადების დროს
ბაქტერიოქოლია
მიკრობები ნაღველში
ბაქტერიურია
ბაქტერიების გამოყოფა შარდთან ერთად
ბიკუსპიდალური
ორკარიანი
ბილატერალური
ორმხრივი
ბილიალური
ნაღვლის
ბილივერდინი
ნაღვლის მწვანე პიგმენტი, ბილირუბინის დაჟანგვის პროდუქტი
ბილირუბინემია
ბილირუბინი სისხლში
ბილირუბინი
ნაღვლის წითელი პიგმენტი, ნაღვლის ძირითადი პიგმენტი, ჰემოგლობინის ცვლის საბოლოო პროდუქტი, რომელიც ნაღველს აძლევს დამახასიათებელ ფერს
ბილირუბინურია
ბილირუბინი შარდში
ბიმანუალური
ორი ხელით გასაკეთებელი, ორივე ხელისა
ბინაურული
ორივე ყურისა
ბინოკულარული
ორივე თვალისა
ბიოგენური სტიმულატორები
ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის ქსოვილოვანი ნივთიერებანი, რომელნიც აძლიერებენ ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში
ბიოკლიმატოლოგია
შეისწავლის კლიმატური ფაქტორების გავლენას ცოცხალ ორგანიზმზე
ბიოლოგიური უსაფრთხოება
პათოგენური ბიოლოგიური აგენტების ზემოქმედებისაგან პერსონალის, მოსახლეობისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული ორგანიზაციული, სამედიცინო-ბიოლოგიური და საინჟინრო-ტექნოლოგიური ღონისძიებებისა და საშუალებების სისტემა
ბიომეტრია
ორგანიზმების ნიშან-თვისებათა მასობრივი გაზომვის მონაცემების მათემატიკური დამუშავება
ბიოსინთეზი
ცოცხალი ორგანზმის მიერ ქიმიური ნივთიერების შექმნა; ნივთიერებათა ცვლის პროცესში ნუკლეინის მჟავების, ცილების, ვიტამინებისა და სხვ. წარმოქმნა.
ბიოფსია
ცოცხალი ორგანიზმიდან ავადმყოფურად შეცვლილი ქსოვილის ამოკვეთა და მიკროსკოპული შესწავლა პათოლოგიური პროცესის ხასიათის (ანთება, სიმსივნე) დასადგენად; ბიოფსიით ზუსტდება კლინიკური დიაგნოზი და პათოლოგიური პროცესის გავრცელების საზღვრები.
ბისექსუალიზმი
ინდივიდში მამრობითი და მდედრობითი სქესობრივი ნიშნების ერდროული არსებობა
ბიურეტი
სითხის ზუსტი რაოდენობის გასაზომი დანაყოფებიანი მინის მილაკი
ბიფურკაცია
რისამე (მაგ. სისხლძარღვის, სასულეს) ორად განშტოება, ორად გაყოფა.
ბლასტომა
დამოუკიდებლად მზარდი ნამდვილი სიმსივნე
ბლასტომერები
უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნებიან კვერცხუჯრედის პირველი მიტოზური დაყოფისას
ბლასტულა
მრავალუჯრედიანი ორგანიზმის ჩანასახის განვითარების ერთ-ერთი სტადია, რომლითაც მთავრდება კვერცხუჯრედის დანაწევრება
ბლენორეა
თვალის ლორწოვანი გარსის ანთება (უმეტესად ჩირქოვანი), რომელიც გამოწვეულია გონოკოკით
ბლეფარიზმი
თვალის სწრაფი, უნებლიე, სპაზმური ხამხამი
ბლეფარიტი
ქუთუთოს კიდეების ანთება; მიმდინარეობს ხანგრძლივად, მხოლოდ მსუბუქ შემთხვევაში იკურნება შედარებით იოლად.
ბლეფაროპლასტიკა
ქუთუთოების ხელოვნური აღდგენა პლასტიკური ოპერაციით
ბლეფაროპლეგია
ქუთუთოს დამბლა
ბლეფარორაფია
ქუთუთოების გაკერვის საშუალებით თვალის ნაპრალის შემცირების ოპერაცია.
ბლეფაროსპაზმი
თვალის ირგვლივი კუნთის სპაზმი ან ტონური კრუნჩხვა
Next >>2