ქართულად: 
სამედიცინო სიახლეები

შექმნილია ამიოტროფიული სკლეროზის მოდელი

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს მძიმე ნევროლოგიური დაავადების - გვერდითი ამიოტროპფიუული სკლეროზის (ALS) მოდელი. ამისთვის მათ გამოიყენეს თაგვის ემბრიონული ღეროვანი უჯრედები, რომლებიც შეიცავდნენ ამ დაავადების გამომწვევ ადამიანის გენს. ეს მძიმე დაავადება იწვევს ადამიანის უეჭველ სიკვდილს.
დაავადების წარმოშობისა და ფორმირების პროცესის გაგებისთვის ამ მოდელის შექმნა თავისი მნიშვნელობით შეიძლება შევადაროთ თვითმფრინავებში არსებულ ”შავ ყუთს”, რომელსაც იყენებენ ავარიის მიზეზის დასადგენად. გვერდითი ამიოტროფიული სკლეროზი (ALS) ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინის მამოძრავებელი ნეირონების დაზიანება. ზურგის ტვინის გვერდითი ნაწილის მამოძრავებელი უჯრედები კვდება და ამის გამო ვეღარ ხდება კუნთებისთვის თავის ტვინის ნეირონებიდან მიღებული იმპულსების გადაცემა. შედეგად, კიდურების ესა თუ ის ნაწილი ხდება უმოძრაო. ნერვული უჯრედების კვდომის პროცესი იწევს მაღლა თავის ტვინისკენ და სასიცოცხლო მნიშვნელობის სუნთქვის ცენტრის დაზიანებისას ავადმყოფი იღუპება.
ჰარვარდის ღეროვანი უჯრედების ინსტიტუტის (Harvard Stem Cell Institute) მეცნიერებმა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის (Columbia University Medical Center) მეცნიერებთან ერთად აღმოაჩინეს, რომ ასტროციტები (უჯრედები, რომლებიც შეადგენენ ნერვული ქსოვილის ძირითად მასას, ასრულებენ დამხმარე ფუნქციას და ავსებენ თითქმის მთელ სივრცეს ნეირონებს შორის) აწარმოებენ ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც აზიანებს მამოძრავებელ ნეირონებს და იწვევს დაავადების განვითარებას.
ყოველწლიურად თითქმის 5000-მდე ამერიკელს უსვამენ ALS-ს დიაგნოზს. შექმნილი მოდელი მიანიშნებს მკურნალობის შესაძლებლობაზე. ეს შეიძლება მოხდეს ტოქსიკური ფაქტორების მოქმედების ბლოკირებით და დაზიანებული მოტორული ნეირონების ჩანაცვლებით ამ დაავადებისათვის სპეციფიკური ემბრიონალური ღეროვანი უჯრედებით.


 

http://Medinfo.ru

2007.04.20