<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ფარმაცევტებს სოკოები დაეხმარება

პენსილვანიის უნივერსიტეტმა შეიმუშავა მედიკამენტების წარმოების ახალი ტექნოლოგია. მკვლევარები აცხადებენ, რომ სოკოების დახმარებით შესაძლებელია მრავალი სახეობის წამლის წარმოება.
გენეტიკურად მოდიფიცირებული სოკოები შესაძლოა იქცნენ ნამდვილ ბიოქარხნებად, რომელთა საშუალებით სხვადასხვა პროტეინების საფუძველზე შეიქმნება მედიკამენტები. ეს ნიშნავს იმას, რომ სოკოებს გამოიყენებენ სხვადასხვა ვაქცინებისა და ჰორმონების შესაქმნელად, მათ შორის ინსულინის შესაქმნელადაც.
ექსპერიმენტები, რომლებიც ასეთი შედეგების ვარაუდის საშუალებას იძლევა, ჩატარდა ჩვეულებრივ შამპინიონებზე, გვატყობინებს Washington ProFile-ი.
შამპინიონების დახმარებით მედიკამენტების წარმოება გაცილებით სწრაფად და იაფად ხდება, ვიდრე აქამდე არსებული ტექნოლოგიების დახმარებით. სოკოები უფრო სწრაფად იზრდებიან, ისინი და მათი სპორები ძალზე დიდი ხნის მანძილზე ინახება მაცივარში.
გენეტიკურად მოდიფიცირებული სოკოებიდან აქტიური ნივთიერებების ექსტრაქციას ჭირდება არა რამდენიმე თვე, არამედ მხოლოდ რამდენიმე კვირა. გარდა ამისა, ასეთი სოკოების გაზრდისათვის არ არის საჭირო ძვირადღირებული აპარატურა.

http://www.MIGnews.com

2007.06.28