<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   გრიპის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა ჩხვლეტას აგვაცილებს

კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენებული გრიპის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა-აეროზოლი “FlulNsure”, რომელიც ჩხვლეტას არ საჭიროებს, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. ამის შესახებ განაცხადეს ვაქცინის შემქმნელი კანადის ფარმაცევტული კომპანიის “ID Biomedical Corporation”-ის წარმომადგენლებმა. მათი მონაცემების თანახმად, ვაქცინის ერთი დოზა გრიპით დაავადების ალბათობას 67%-ით ამცირებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დოზირებათა რიცხვის გაზრდას ეფექტურობის შესაბამისი ზრდა არ გამოუწვევია.
ფარმაცევტული ბაზრის ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ახლო მომავალში ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ აეროზოლის ფორმით გამოშვებული ვაქცინებით შეივსება, რადგანაც ისინი კუნთებში არასასიამოვნო ინექციას აგვაცილებენ. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ვაქცინის მწარმოებელი კომპანიების შემოსავალი ამჟამად წელიწადში დაახლოებით 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ბაზრის ეს ნაწილი ფარმაცევტებისათვის საკმაოდ “სასურველ” მიზანს წარმოადგენს.

http://km.ru

2005.01.20