<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   წონაში დასაკლები წამალი – რიმონაბანტი შესაძლოა ზრდიდეს თვითმკვლელობის რისკს

წონაში დასაკლები წამალი, რომელსაც ათასობით ბრიტანელი ღებულობს, უარყოფილ იქნა აშშ უსაფრთხოების სამსახურის მიერ იმის გამო, რომ ის ზრდის თვითმკვლელობის რისკს.
რიმონაბანტი წარმოადგენს წამალს, რომელიც გამოიყენება წონაში დასაკლებად. ის ამცირებს ჭამის მადას და ამ გზით ხდება ჭარბი წონის დაკლება. თუმცა მკვლევარები აშშ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას ურჩევენ ამ წამლის აკრძალვას, ვინაიდან საეჭვოა მისი უსაფრთხოება.
პრეპარატი, რომელსაც დაახლოებით 37 000 ბრიტანელი ღებულობს, სხეულის წონის 10%-ის დაკლების საშუალებას იძლევა. ამჟამად წამალი რეკომენდებულია ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ დიაბეტის ან კარდიოვასკულარული დაავადებების განვითარების მაღალი რისკი. ის მოქმედებს ტვინის გარკვეულ ნაწილში იმ რეცეპტორების ბლოკირებით, რომლებიც არეგულირებენ საკვების მიღებას და ცხიმებისა და ნახშირწყლების გადამუშავებას.
აშშ ექსპერტებმა გააანალიზეს რიმონაბანტის შესახებ ჩატარებული კვლევები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღმოჩნდა, რომ წამალი დაკავშირებულია თვითმკვლელობის გაზრდილ რისკთან იმ ადამიანებშიც კი, რომლებსაც ადრე არასდროს ჰქონიათ დეპრესიული მოვლენები. გარდა ამისა, დადგინდა, რომ იგი იწვევს გაღიზიანებისა და უძილობის მომატებას, ასევე პანიკურ შეტევებს იმ პაციენტებში, რომლებიც მას 20მგ ოდენობით იღებენ, ხოლო მსგავსი მოვლენები პლაცებოს ჯგუფში არ აღნიშნულა. მკვლევარები რეკომენდაციას უწევენ დამატებითი კვლევების ჩატარებას, რათა ზუსტად დადგინდეს აქვს თუ არა ამ პრეპარატს თვითმკვლელობის რისკის გაზრდის უნარი. წამლის მწარმოებელმა ფირმა “სანოფი-ავენტის”-მა განაცხადა, რომ გაითვალისწინებს რეკომენდაციებს და მჭიდროდ ითანამშრომლებს აშშ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასთან.
აქამდე არ მომხდარა რიმონაბანტის შედარება სხვა, უფრო იაფფასიან, წონაში დასაკლებ წამლებთან, როგორებიცაა: ქსენიკალი (ორლისტატი) და რედუქტილი (სიბუტრამინი).
როგორც პროფ. იან კემპბელმა განაცხადა, ბრიტანელმა ექსპერტებმა რიმონაბანტის გამოკვლევის საკითხი წინა პლანზე მისი გვერდითი ეფექტების, კერძოდ გაღიზიანებისა და დეპრესიის გამო წამოწიეს, თუმცა თვითმკვლელობის შემთხვევები უფრო იშვიათი იყო. “საჭიროა წამლის ეფექტურობისა და მისი გვერდითი მოვლენების დაბალანსება, რათა თავიდან იქნას აცილებული ფატალური შედეგები”, თქვა მან.
გარდა ამისა, აღნიშნულ იქნა, რომ წამალი არ უნდა იქნას გამოყენებული დეპრესიის სამკურნალოდ.

http://www.bbc.co.uk

2007.06.15