<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   სამი ახალი პრეპარატი ართრიტის მკურნალობის იმედს იძლევა

ახალი თაობის პრეპარატებმა შესაძლოა რევოლუციურად შეცვალონ რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის მეთოდი, ვარაუდობენ ექსპერტები.
ავსტრიელი მკვლევარების თანახმად, სამმა ახალმა პრეპარატმა – მაბტერამ (MabThera), ტოცილიზუმაბმა (Tocilizumab) და ორენციამ (Orencia) შეანელეს დაავადების პროგრესირება და შეასუსტეს სიმპტომები. სტატია გამოქვეყნდა ჟურნალში «ლანცეტი”.
ისინი მიმართული არიან იმუნური სისტემის მიმართ, თუმცა აქვთ გვერდითი ეფექტები, განაცხადეს ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარებმა.
ამ სამი პრეპარატიდან ორი უკვე ლიცენზირებულია, თუმცა მათი გამოყენებისათვის წამლის სააგენტოს ჯერ მწვანე შუქი არ მიუცია.
"სამივე პრეპარატი ამცირებს რევმატოიდული ართრიტის ნიშნებსა და სიმპტომებს, აუმჯობესებს ფიზიკურ აქტივობას და ჯანმრთელობის სტატუსს და ხელს უშლის სახსრების დაზიანების პროგრესირებას”, განაცხადა მთავარმა მკვლევარმა ჯოსეფ სმოლენმა.
რევმატოიდული ართრიტი წარმოადგენს მტკივნეულ და ხშირად ჯანმრთელობისათვის დიდი ზიანის მომტან, აუტოიმუნურ დაავადებას, რასაც თან ახლავს შესიება და სახსრებისა და ძვლების დაზიანება.
მკვლევარებმა, რომლებმაც ახალი თაობის პრეპარატებზე ჩაატარეს კვლევა, განაცხადეს, რომ ამჟამად გამოყენებული წამლები, მათ შორის ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, ნაკლებად ეფექტურები არიან. მათი აზრით, ახალი პრეპარატები უფრო მეტ სარგებლობას მოიტანენ.
როგორც მთავარმა მკვლევარმა, ჯოსეფ სმოლენმა თქვა, '«აქამდე არსებულმა პრეპარატებმა ბევრ პაციენტში სარგებელი ვერ მოიტანა, ამიტომ საჭიროა მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავება მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად”.
ახალი პრეპარატები ხელს უშლიან ან სულაც წყვეტენ იმ უჯრედების აქტივაციას, რომლებიც იწვევენ ამ პათოლოგიურ მდგომარეობას. მაბტერა ასევე გამოიყენება ლიმფომების სამკურნალოდ. ამ პრეპარატზე ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მან 50%-ით შეამცირა დაავადების სიმპტომები ართრიტით დაავადებულთა ერთ მესამედზე მეტ პაციენტში.
ასევე დადგინდა, რომ ორენციით და ამჟამად მიღებული მეტოტრექსატით კომბინირებული მკურნალობის შედეგად ასევე 50%-ით შემცირდა დაავადების სიმპტომები პაციენტთა 40%-ში. მსგავსი ეფექტი შეინიშნებოდა ტოცილიზუმაბით მკურნალობის შედეგადაც. ეს უკანასკნელი კვლავაც გადის კლინიკურ შემოწმებას.
მიუხედავად ამისა, მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ადგილი ჰქონდა სერიოზულ ინფექციებს იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ მაბტერას და ორენციას. ზოგიერთ პაციენტს, რომლებიც იღებდნენ ტოცილიზუმაბს, აღენიშნა თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე, ცხელება და ქოლესტერინის მომატებული მაჩვენებელი.

http://www. bbc.co.uk

2007.06.13