<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   მწეველ მამაკაცს მწვანე ფერის სისხლი აღმოაჩნდა

კანადა – ქირურგები, რომლებიც ოპერაციას უკეთებდნენ კანადის მცხოვრებ მამაკაცს, შოკირებულნი აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც პირველივე კვეთისას აღმოაჩინეს, რომ პაციენტს მწვანე ფერის სისხლი ჰქონდა.
მოგვიანებით ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 42 წლის მამაკაცი ვანკუვერიდან ნამდვილად არ იყო უცხოპლანეტელი – მას უბრალოდ დიდი რაოდენობით ჰქონდა მიღებული თავის ტკივილის საწინააღმდეგო წამალი – სამატრიპტანი, რის შედეგადაც მისმა სისხლმა მომწვანო ელფერი შეიძინა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომწვანო ფერის სისხლი ძალზე იშვიათი მოვლენაა, თუმცა მაინც შესაძლებელი, რადგან ასეთი რამ ადრეც მომხდარა. სამატრიპტანის აბებში შემავალმა გოგირდმა ჰემოგლობინთან შეერთებით გამოიწვია სისხლის ფერის შეცვლა.
ექიმმა ალანა ფლექსმანმა, რომელიც ატარებდა ოპერაციას, განაცხადა, რომ უკიდურესად გაოცდა, როცა არტერიული წნევისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი, წითელი ფერის ნაცვლად დაინახა ავოკადოს ქერქის მსგავსი, მწვანე ფერის სისხლი.
პაციენტი ითვლება ძლიერ მწეველად. ის იკეთებდა ოპერაციას კიდურებში დარღვეული სისხლის მიმოქცევის აღსადგენად.

http://www.MIGnews.com

2007.06.11