<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   D ვიტამინი შეაჩერებს კიბოს განვითარებას?

მეცნიერებს გაუჩნდათ იმის იმედი, რომ D ვიტამინის ერთ აბს შეუძლია მრავალი ტიპის კიბოს განვითარების შეჩერება. როგორც ისინი აცხადებენ, D ვიტამინს აქვს რამოდენიმე სახის კიბოს განვითარების რისკის 60%-ით დაწევის უნარი, განსაკუთრებით ასაკოვან ქალებში. თუმცა ეს ჰიპოთეზა საჭიროებს უფრო ღრმა გამოკვლევას.
ახალი კვლევები უფრო მეტად ამყარებენ რიგი მეცნიერების აზრს იმის თაობაზე, რომ D ვიტამინი შესაძლოა იქცეს კიბოს საწინააღმდეგო ძლიერ პროფილაქტიკურ საშუალებად. ამიტომ ადამიანთა უმეტესობამ ის დიდი დოზებით უნდა მიიღოს. მაგრამ ექსპერტები კვლავაც ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ კონკრეტულად რა დოზით უნდა მოხდეს ამ ვიტამინის მიღება.
«ახალი კვლევები წარმოადგენს მედიცინაში გადადგმულ ძალზე დიდ ნაბიჯს და აქვს უდიდესი მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის”, განაცხადა კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა სან-დიეგოში, სედრიკ გარლენდმა. «არ არსებობს კიბოს შეჩერების არანაირი სხვა მეთოდი, რომელსაც ექნებოდა ისეთი მძლავრი ზემოქმედების უნარი, როგორიც აქვს D ვიტამინს”.
მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ამ კვლევებსაც აქვთ თავისი ნაკლი. ისინი მიმართულნი იყვნენ ძირითადად იმაზე, თუ როგორ აუმჯობესებენ კალციუმი და D ვიტამინი ძვლების მდგომარეობას, ხოლო კიბოთი დაავადებული პაციენტების რიცხვი, რომელთა შესწავლა ხდებოდა პარალელურად, არ იყო დიდი – მხოლოდ 50 პაციენტი. მაგრამ მეცნიერებს მაინც გაუჩნდათ სერიოზული იმედი.
კანი D ვიტამინს გამოიმუშავებს მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით. კვლევის დროს გამოიყენებოდა ვიტამინის იგივე ტიპი, ცნობილი D3 ვიტამინის ანუ ქოლეკალციფეროლის სახელით. პოლივიტამინები ჩვეულებრივ შეიცავენ გაცილებით სუსტ ვარიანტს - D2 ვიტამინს. D3 ვიტამინი გვხვდება გარკვეულ დიეტურ კვებით დანამატებში.
უფრო ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ D ვიტამინი წარმოადგენს დამხმარე საშუალებას უჯრედების ზრდის რეგულაციაში. ეს არის ის ძირითადი ბიოლოგიური პროცესი, რომელსაც შესწევს კიბოს შეჩერების უნარი. სხვა დანამატების უმრავლესობა, როგორც წესი, მოქმედებენ დაავადების მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფორმაზე, თანაც საწყის სტადიაში. მაგალითად, სელენი და E ვიტამინი აფერხებენ პროსტატის კიბოს განვითარებას.
ახალმა კვლევამ, რომლის შესახებ სრული ინფორმაცია მალე დაიბეჭდება ამერიკულ ჟურნალში «კლინიკური კვება”, პირველად უზრუნველყო დამაიმედებელი შედეგები სისხლში D ვიტამინის დონის მნიშვნელოვანი გაზრდით.

http://MIGnews.com

2007.06.08