<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ლაქტოფერინი და პრობიოტიკები აუმჯობესებენ H.pylori-ს ერადიკაციული თერაპიის შედეგებს

იტალიელი მკვლევარების აზრით, ხარის ლაქტოფერინისა და პრობიოტიკების დამატებას სტანდარტულ სამმაგ თერაპიაზე შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს Helicobacter pylori-ს ერადიკაცია.
”ხარის ლაქტოფერინით და პრობიოტიკებით დამხმარე თერაპიას შეუძლია შეამციროს ანტიბიოტიკების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, დიარეა, ლითონის გემო პირში, ტკივილი მუცლის არეში და გლოსიტები”, წერენ ავტორები ("American Journal of Gastroenterology”).
ბოლო დროს მომრავლდა მასალები, რომლებიც მიუთითებს ერადიკაციული თერაპიის მზარდ არაეფეტურობაზე. დოქტორი ნიკოლა დე ბარტოლი (Nicola de Bortoli) და მისი კოლეგები პიზის უნივერსიტეტიდან იკვლევდნენ, შეუძლია თუ არა ხარის ლაქტოფერინისა და პრობიოტიკების დამატებას ერადიკაციული თერაპიის სტანდარტულ სამმაგ სქემაზე (ამოქსაცილინი, კლარიტრომიცინი და ეზომეპრაზოლი) მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება.
მოხდა H.pylori-ით ინფიცირებული 206 პაციენტის რანდომიზაცია სტანდარტული სამმაგი თერაპია პლუს ლაქტოფერინი და პრობიოტიკების ან მხოლოდ სტანდარტული ერადიკაციული თერაპიის მიხედვით.
მკურნალობის დასრულებიდან რვა კვირის შემდეგ იმ პაციენტების 72,5%-ში, რომლებიც იღებდნენ სტანდარტულ ერადიკაციულ თერაპიას, აღმოჩნდა უარყოფითი სასუნთქი ტესტი С13-შარდოვანათი, მაშინ როცა მეორე ჯგუფში, რომლებიც იღებდნენ ასევე ლაქტოფერინსა და პრობიოტიკს, უარყოფითი ტესტი აღინიშნა პაციენტების 88,6%-ში.
”პროტოკოლის შესაბამისად” წარმოებულმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა წარმატებული ერადიკაცია პაციენტების 76,0%-ში, რომლებიც იღებდნენ სტანდარტულ თერაპიას, ხოლო იმ პაციენტებში, რომლებსაც დამატებით ეძლეოდათ ლაქტოფერინი და პრობიოტიკები, წარმატებული ერადიკაცია აღინიშნა 92,1%-ში.
პაციენტებში სტანდარტული თერაპიის ჯგუფიდან ასევე აღინიშნა მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობა გვერდითი მოვლენებისა, ვიდრე პრობიოტიკებისა და ლაქტოფერინის ჯგუფის პაციენტებში (შესაბამისად, 40,6% და 9,5%).
როგორც ავტორები აღნიშნავენ, ” ორივე სტატისტიკური ანალიზი ადასტურებს, რომ სტანდარტული თერაპიის კომბინაცია ხარის ლაქტოფერინთან და პრობიოტიკებთან უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ სამმაგი ერადიკაციული თერაპია”.

http://Solvay-pharma.ru

2007.05.22