<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ფუნქციური აბდომინური ტკივილების დროს ეფექტურია ლაქტობაცილის გამოყენება

ფუნქციური აბდომინური ტკივილი (ფატ) საკმაოდ ხშირად გვხვდება სასკოლო ასაკის ბავშვებში. ამის მიუხედავად, არ არსებობს ეფექტური პრეპარატები მისი მკურნალობისათვის.
ამ ცოტა ხნის წინათ ჩატარებული იქნა რანდომიზებული ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, რომლის მიზანიც იყო Lactobacillus rhamnosus GG (LGG) ეფექტურობის შესწავლა ფუნქციური აბდომინური ტკივილის დროს ბავშვებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 104-მა პაციენტმა, რომელთაც აღენიშნებოდათ ფუნქციური დისპეფსია ან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ისინი 4 კვირის განმავლობაში იღებდნენ LGG-ს ან პლაცებოს. მიღებული შედეგების საფუძველზე ავტორები აკეთებენ დასკვნას, რომ რომ Lactobacillus rhamnosus GG-ს გამოყენების ფონზე საშუალო წარმატებით ხდება ბავშვებში ფუნქციონალური აბდომინური ტკივილების კუპირება (Alimentary Pharmacology & Therapeutics, 2, 2007).

http://www.solvay-pharma.ru

2007.05.10