<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება

ვიტამინი В12 ხელს უწყობს ჰეპატიტის ვირუსის განადგურებას

ვიტამინი В12 ხელს უწყობს ჰეპატიტის ვირუსის განადგურებას ყველაზე რთულ შემთხვევებშიც კი. ჟერარდო ნარდონემ და მისმა კოლეგებმა ნეაპოლის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ С ჰეპატიტის მკურნალობის ეფექტურობის მატება შესაძლებელია პაციენტის რაციონში ვიტამინი В12-ის დამატებით.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ ვიტამინი თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას. შესაბამისად, მისი დამატება სტანდარტულ თერაპიაზე (პეგილირებული ინტერფერონი და რიბავირინი) ხშირად პასუხის ინიცირებას ახდენდა პაციენტებში, რომლებიც  მოიაზრებოდნენ უიმედო პაციენტებად (72% ვიტამინების მოხმარების ჯგუფში ჩვეულებრივი სქემის შესაბამისი 38%-ის წინააღმდეგ).

გარდა ამისა, დადებითი რეაქცია აღინიშნებოდა მდგრადი პირველი გენოტიპის არსებობისა და დიდი ვირუსული დატვირთვის შემთხვევაშიც კი. სპეციალისტების თქმით,  41 %-ის ტოლი ვირუსული პასუხის მაჩვენებლის მისაღწევად საკმარისია დამატებითი 20 დოლარის დახარჯვა ვიტამინზე.

ამავე დროს, ვიტამინის უსაფრთხოება უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი თაობის ანტივირუსული პრეპარატები ჯერ კიდევ საფუძვლიან შემოწმებას საჭიროებს და შედეგად, მათი ბაზარზე დანერგვა შეიძლება სერიოზულად გახანგრძლივდეს. ამიტომ უფრო მიზანშეწონილია იმ საშუალებებით მუშაობა, რომელიც უკვე არსებობს არსენალში.

http://meddaily.ru

2012.07.24