<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   იშვიათი არითმიის მკურნალობის ახალი მეთოდი

მეცნიერებმა ბრისტოლის უნივერსიტეტიდან მიაგნეს საშუალებას, რომელიც თავიდან აგვაცილებს სიცოცხლისათვის სახიფათო არითმიის განვითარებას, რაც გამოწვეულია გულის პარკუჭების ელექტრული სისტოლის ხანგრძლივობის შემოკლებით.
ეს იშვიათი დაავადება იწვევს უეცარ სიკვდილს ახალგაზრდა ასაკში. დაავადება აღმოჩენილი იქნა მხოლოდ 1999 წელს. მეცნიერები ატარებდნენ რა ანტიარითმული პრეპარატის დიზოპირამიდის (disopyramide) გამოცდას იზოლირებულ უჯრედებზე, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მას ძალუძს გამოასწოროს მოლეკულური დეფექტი და და დაგვეხმაროს დაავადების შემთხვევაში. პროფესორმა ჯერემი პირსონმა (Jeremy Pearson), რომელიც ასრულებდა ბრიტანეთის კარდიოლოგიური ფონდის (British Heart Foundation) სამედიცინო დირექტორის მოვალეობას, თქვა: ”ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ შეიძლება გულის უკმარისობის საფუძვლების შემეცნების შემდეგ უკვე არსებული სამკურნალო საშუალებების ფართო გამოყენება. ”

http://Svobodanews.ru

2007.04.17