<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   შაკიკის დროს ტოპირამატით პროფილაქტიკური მკურნალობა ზრდის შრომისუნარიანობას

ამერიკელი მკვლევარები იუწყებიან, რომ ტოპირამატით პროფილაქტიკური მკურნალობა ასოცირდება შაკიკის გამო დაქვეითებული შრომისუნარიანობის აღდგენასთან.
დოქტორი Jennifer H. Lofland თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტიდან (ფილადელფია, პენსილვანია) და მისი კოლეგები სწავლობდნენ ტოპირამატის (100 მგ/დღ დოზით) ზემოქმედებას შრომისუნარიანობის ზრდაზე შაკიკით გამოწვეული თავის ტკივილების მქონე პაციენტებს შორის, რისთვისაც გამოიყენეს ორი რანდომიზებული ორამაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის მონაცემები.
კვლევაში ჩართულ პაციენტებს დადგენილი ჰქონდათ შაკიკის დიაგნოზი და თვეში 3-12-ჯერ აღნიშნავდნენ შაკიკის შეტევას. კვლევის ფარგლებში პაციენტები ავსებდნენ 5 პუნქტისაგან შედგენილ კითხვარს შაკიკის შეტევის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას გაცდენილი სამუშაო საათების რაოდენობის, შაკიკის თავის ტკივილით სამსახურში ყოფნის (presenteeism) საათების და სამუშაოს შესრულების ეფექტურობის ხარისხს ასეთ პირობებში მუშაობის დროს.
სრულად დაკარგული შრომისუნარიანობის (LPT) გაანგარიშება მოხდა გაცდენილი სამსახურის საათებისა და მიგრენოზული თავის ტკივილებით მუშაობის საათების შეჯამების გზით.
ანალიზი მოიცავდა 325 პაციენტს. 162 მათგანი იღებდა ტოპირამატს, ხოლო 163 -პლაცებოს. შედეგები გამოქვეყნებული იქნა "Journal of Occupational and Environmental Medicine" მარტის ნომერში.
მკვლევარები იუწყებიან, რომ იმ პაციენტებში, ვინც იღებდა ტოპირამატს, შრომისუნარიანობის სრული დაკარგვის ნორმა კაცზე შემცირდა კვლევის დასაწყისში თვეში 14,6 საათიდან თვეში 5,1 საათამდე მთელი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში. შესაბამისად, ნორმები პლაცებოს ჯგუფში ტოლი იყო 13,8 საათისა თვეში კვლევის დასაწყისში და შემცირდა 6,3 საათამდე თვეში მთელი ორმაგი ბრმა ფაზის განმავლობაში.

http://Solvay-pharma.ru

2007.04.11