<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება

ევროპელმა ექსპერტებმა შეამოწმეს არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების ზეგავლენა გულზე

ევროპელმა ექსპერტებმა მოახდინეს ახალი მიმოხილვის ინიცირება ზოგადი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების უსაფრთხოების შესახებ იმ ახალი მონაცემების გათვალისწინებით, რომლებიც მეტყველებენ ჯანმრთელ გულზე მათი შესაძლო მავნე ზეგავლენის რისკების შესახებ.

ხუთი წლის წინ სამკურნალო საშუალებების ევროპულმა სააგენტომ (EMEA) დაადგინა, რომ საერთო ბალანსი არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების სარგებელსა და რისკებს შორის რჩება დადებითი.

მას შემდეგ გამოქვეყნებული იქნა რამდენიმე ახალი კვლევა ამ თემის ირგვლივ. ამასთან დაკავშირებით EMEA გამაცხადა, რომ ექსპერტებს გადაწყვეტილი აქვთ კიდევ ერთხელ აწონდაწონონ ყველა ფაქტი და გამოარკვიონ, არის თუ არა საჭირო 2006 წელს მიღებული დასკვნის განახლება.

2004 წელს გამოვლენილი იქნა გულის დაავადებების რისკების ზრდა ცოგ-2 ინჰიბიტორების კლასის პრეპარატის Vioxx-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, რამაც აიძულა მისი შემმუშავებელი კომპანია Merck&Co, ამოეღო ეს პრეპარატი გაყიდვიდან. დღეისათვის არსებობს ეჭვი ისეთი ფართოდ მოხმარებადი პრეპარატების პოტენციური რისკების შესახებ, როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსენი და ასპირინი.

არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები გამოიყენება შემთხვევათა ძალიან ფართო დიაპაზონში. მათ უნიშნავენ, როგორც ტკივლგამაყუჩებლებს, ოსტეოართრიტით და სხვა მრავალი დაავადებით შეპყრობილ პაციენტებს. როგორც Reuters იუწყება, მეცნიერებს შორის მრავალჯერ იყო კამათი ამ ტიპის პრეპარატების გულზე ზეგავლენის უსაფრთხოების შესახებ, მაგრამ არცერთმა ჩატარებულმა კვლევამ არ მოგვცა მკაფიო და ერთსახა პასუხი აღნიშნულ კითხვაზე.

http://Meddaily.ru

2011.10.25