<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ჯანმო-მ წინასწარი კვალიფიკაციის მქონე მედიკამენტების სიას დაამატა ანტიტუბერკულოზური პრეპარატები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ოთხი ანტიტუბერკულოზური პრეპარატი დაამატა იმ მედიკამენტების სიას, რომლებმაც გაიარეს წინასწარი შეფასება (კვალიფიკაცია). გენერიკული წამლების ცნობილი მწარმოებლის MacLeods-ის (ინდოეთი) მიერ გამოშვებული მედიკამენტები გააფართოებენ ხარისხიანი პრეპარატების არჩევანს მომმარაგებელი ორგანიზაციებისთვის, რაც გაზრდის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის წარმატების შანსს.
ერთ-ერთი პრეპარატი, ციკლოსერინი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მეორე თაობის წამალი, რომელიც აუცილებელია სტანდარტული თერაპიის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზის სამკურნალოდ. მედიკამენტების სიაში ასევე იქნა შეტანილი კომბინირებული პრეპარატი (ეტამბუტოლი+იზონიაზიდი) ფიქსირებული დოზებით. ეს არის პირველი აპრობირებული პრეპარატი ამ ორი ბაზისური მედიკამეტის შემცველობით. დანარჩენი ორი პრეპარატია - ეტამბუტოლი და პირაზინამიდი.
წინასწარი კვალიფიკაციის მქონე პრეპარატების სიაში ამ ოთხი ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატის დამატება პირველად უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ასახავს მწარმოებელი ფირმების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ხარისხობრივ წინსვლას და წინასაკვალიფიკაციო პროგრამებში მონაწილეობისადმი გაზრდილ ინტერესს. ეს ფაქტი ასევე გააძლიერებს იმ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ანტიტუბერკულოზური პრეპარატების მიწოდების უზრუნველყოფისადმი იმ რაიონებსა და ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, ხოლო ფარმაცევტული პროდუქციის კონტროლი და მონიტორინგი კი შეზღუდულია.
ახლო მომავალში ასევე გამოქვეყნდება საზოგადოებრივი ანგარიში პროდუქციის ხარისხისა და წინასწარი კვალიფიკაციის მქონე ამ ახალი მედიკამენტების ბიოექვივალენტურობის შეფასების შესახებ, ასევე საწარმოების ინსპექტირების მონაცემები. ეს პროცედურები ჯანმო-ს წინასწარი კვალიფიკაციის პროცესს გახდის ყველაზე გამჭვირვალეს დღემდე არსებულ მსგავს ხარისხის უზრუნველმყოფ პროგრამებს შორის.
ჯანმო-ს ახლახან გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2005 წელს დარეგისტრირებული იქნა ტუბერკულოზით დაავადების 8 787 000 შემთხვევა. შეფასების მიხედვით, 2005 წელს ამ დაავადებით გარდაიცვალა 1, 6 მლნ ადამიანი, აქედან 195 000 იყო აივ-ინფიცირებული.

http://who.int

2007.03.29