<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება

ექსტაზი კიბოს წინააღმდეგ

ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ წამალი, რომელიც ასევე, MDMA-ს სახელითაა წოდებული შეიძლება გამოყენებული იყოს ლეიკემიის, ლიმფომისა და მიელომის სამკურნალოდ, მისი ზრდის დამთრგუნავი უნარის 100-ჯერ გაზრდით.

ცნობილია, რომ ექსტაზი ეფექტურია თეთრი სისხლის კიბოს ნახევარზე მეტ

შემთხვევაში, თუმცა სამკურნალოდ გამოყენებულმა დიდმა დოზამ შეიძლება პაციენტის ორგანიზმის განადგურება გამოიწვიოს.

კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალში “New Drugs”, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კიბოს მკურნალობა შესაძლებელია ამ პრეპარატის ახალი უსაფრთხო ფორმით.

კვლევის ხელმძღვანელი პროფესორი ჯონ გორდონი (John Gordon) ამბობს: “ეს არის გასაოცარი ახალი ნაბიჯი MDMA-ის მოდიფიცირებული ფორმის სისხლის კიბოს მქონე ადამიანების დასახმარებლად გამოყენებისკენ ”.

დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის პროფესორი ჯულია შარპი (Julie Sharp) აღნიშნავს, რომ MDMA სახიფათო პრეპარატია და ნამდვილად საჭიროა მისი უსაფრთხო ვარიანტის შემუშავება პაციენტების მკურნალობისთვის.

ექსპერტეთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ლეიკემიის შემთხვევაში გადარჩენის მაჩვენებელი გაუმჯობესდა უკანასკნელი ოცდაათი წლის მანძილზე, ნამდვილად საჭიროა ახალი მიდგომების შემუშავება ამ დაავადების უფრო ეფექტური მკურნალობისთვის.

http://www.telegraph.co.uk

2011.08.19