<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   მეცნიერებმა განსაზღვრეს ყველაზე ეფექტური გამაუტკივარებელი საშუალება ბავშვებისათვის

მოტეხილობა, ღრძობა, დაჟეჟილობა - ბავშვობის დამახასიათებელი ატრიბუტებია, თუმცა მშობლების მცირე ნაწილმა თუ იცის მხოლოდ რომელი გამაუტკივარებელი საშუალებაა ყველაზე ეფექტური, სწრაფი და სანდო ტკივილის მოსახსნელად.
კანადელი მეცნიერების ჯგუფმა ჩაატარა გამაუტკივარებელი საშუალებების შედარებითი გამოკვლევა ბავშვებში.
შედარებისათვის წარმოდგენილი იყო ორი გამაუტკივარებელი საშუალება: იბუპროფენი და პარაცეტამოლი. ამის გარდა, ეფექტურობის შეფასებისათვის გამოყენებული იქნა მესამე პრეპარატი - ნარკოტიული ანალგეზიური საშუალება კოდეინი.
ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა სწორედ იბუპროფენი. ბავშვებში მის უხიფათო გამოყენებასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ სხვა პრეპარატებთან შედარებით მას ორჯერ უკეთესი გაუტკივარების უნარი გააჩნია.
იბუპროფენის გაუტკივარების უნარი მდგომარეობს იმ ანთებისსაწინააღმდეგო ნივთიერებების დაბლოკვაში, რომლებიც გამოიყოფა ქსოვილების დაზიანების მომენტში. ანთებით უბანში ამ ნივთიერებების კონცენტრაციის დაქვეითებისას ხდება ტკივილის შემცირება.

http://News.Battery.Ru

2007.03.16