<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ანტიბიოტიკი ვანკომიცინი ხელს უშლის სისხლის ნორმალურ შედედებას

მეცნიერებმა ვისკონსინის შტატის სამედიცინო კოლეჯიდან და სისხლის კვლევის ინსტიტუტიდან (Medical College of Wisconsin, Blood Research Institute) აღმოაჩინეს, რომ ანტიბიოტიკ ვანკომიცინის შეყვანაზე საპასუხოდ გამომუშავდება ანტისხეულები, რომლებიც იწვევს თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას (თრომბოციტოპენია) და აქვეითებს სისხლის შედედების უნარს.
ეს ანტიბიოტიკი წარმატებით გამოიყენება კლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში სტრაფილოკოკურ ინფექციებთან საბრძოლველად. მეცნიერებმა შეძლეს დაედგინათ ვანკომიცინის მიღებისას თრომბოციტოპენიის წარმოშობის იმუნური მექანიზმი. აღმოჩნდა რომ ზოგიერთ ადამიანებში იმუნური პასუხი ამ ანტიბიოტიკების მიღებაზე არის სპეციფიკური ვანკომიცინ-დამოკიდებული ამტისხეულების წარმოქმნა. სწორედ ისინი წარმოადგენს თრომბოციტოპენიის მიზეზს.

http://Svobodanews.ru

2007.03.13