<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   მწვანე ჩაი ცოგ-2 -ის ინჰიბიტორებთან ერთად ანელებს პროსტატის სიმსივნის ზრდას

მეცნიერებმა ქალაქ მედისონის (ვისკონსინი, აშშ) უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ მწვანე ჩაის კომპონენტი ეპიგალოკატეხინი-3-გალატი (ეგკგ) მედიკამენტ ცელეკოქსიბის (ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორების ჯგუფიდან) მცირე დოზებთან ერთად ანელებს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს განვითარებას (“Clinical Cancer Research”). ექსპერიმენტები ტარდებოდა უჯრედულ კულტურებზე და თაგვებზე (პროსტატის კიბოს მოდელი).
”ცელეკოქსიბი და მწვანე ჩაი მოქმედებენ სინერგეტიკულად, ანუ მათი საერთო ეფექტი თითოეულის ეფექტზე მეტია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კვლევის შედეგები მიგვიყვანს ავთვისებიანი სიმსივნის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მარტივი მეთოდების შექმნამდე” - ამბობს სამუშაოს ერთ-ერთი ავტორი Hasan Mukhtar.
უკვე ცნობილია, რომ ფერმენტი ციკლოოქსიგენაზა-2 დაკავშირებულია კიბოს სხვადასხვა სახეობებთან, მათ შორის პროსტატის კიბოსთან. მუხტარმა და მისმა კოლეგებმა თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტში მოახდინეს დემონსტრირება იმისა, რომ ცოგ-2-ის ინჰიბიტორების მაღალი დოზები თრგუნავენ პროსტატის კიბოს ზრდას. თუმცა, ცნობილია, რომ ცოგ-2-ის ინჰიბიტორების მაღალ დოზებს შეუძლიათ არასასურველი მოვლენების გამოწვევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ.
2004 წელს იგივე ჯგუფმა დაამტკიცა, რომ მწვანე ჩაის ეგკგ-ს აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები. ეს პოლიფენოლი მოქმედებს ინსულინისმსგავს ზრდის ფაქტორ-1-ზე და მოიცავს უჯრედების პროგრამირებულ სიკვდილს (აპოპტოზს).
ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ცოგ-2-ის ინჰიბიტორებს შეუძლიათ მოქმედება სხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში. ეგკგ-თან კომბინაციაში ცოგ-2-ის ინჰიბიტორი შეიძლება გამოყენებულ იქნას მცირე უსაფრთხო დოზით, - იუწყებიან კვლევის ავტორები.
უკანასკნელ გამოკვლევაში მეცნიერებმა გამოიყენეს ცელეკოქსიბი და მწვანე ჩაის პოლიფენოლი თხიერი სახით. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანებს უფრო უადვილდებათ მწვანე ჩაის მიღება, ვიდრე ბიოაქტიური დანამატებისა. ცოგ-2-ის ინჰიბიტორებისა და ეგკგ-ს კომბინაციაში მიღებამ მიგვიყვანა სიმსივნური უჯრედების ზრდის დათრგუნვამდე 15-28 დამატებითი პროცენტით, მხოლოდ ერთი ნივთიერების გამოყენებასთან შედარებით.
”პროსტატის კიბო ვითარდება უჯრედული მექანიზმების მუშაობაში არსებული რამოდენიმე დეფექტის გამო, ამიტომ კომბინირებული თერაპია უფრო გამართლებულია. თუ ადამიანების მონაწილეობით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში შესაძლებელი გახდება მსგავსი შედეგების მიღება, შეიძლება ვილაპარაკოთ მკურნალობის მარტივ და იაფ მეთოდზე”, - ასკვნის Mukhtar.

http://medlinks.ru

2007.03.06