<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   სტატინებს “შეუძლიათ იმუნური სისტემის გაძლიერება”

უკანასკნელი კვლევის მიხედვით, სტატინების გამოყენებით შესაძლებელია იმუნური სისტემის გაძლიერება და ინფექციის განვითარების რისკის შემცირება.
ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაინფიცირების შემთხვევაში, ჩვეულებრივ, ხდება ქოლესტერინის დონის შემცირება, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს ვირუსებისა და ბაქტერიების მიერ მათი ”მოხმარება”, ხოლო, თავისმხრივ, ქოლესტერინის დაბალი დონე ამ მიკროორგანიზმების გამრავლებას ზღუდავს.

პროფესორი პიტერ გაზალი აღნიშნავს, რომ ინფექციით სტიმულირებული ძირითადი იმუნური ჰორმონი იწვევს ქოლესტერინის დონის შემცირებას, რითაც მიკროორგანიზმებს “ართმევს” საარსებო საშუალებას. მისივე თქმით, საინტერესოა იმის გარკვევა, ეხმარება თუ არა იმუნურ სისტემას ქოლესტერინის დონის დამაქვეითებელი ამჟამად არსებული მედიკამანტები.

მეცნიერი დარწმუნებულია, რომ სტატინებს შეუძლიათ იმუნური სისტემის გაძლიერება და აქედან გამომდინარე, შეიძლება მეტ სამიზნეზე მიმართული “ჭკვიანი” მედიკამენტების შემუშავება, რომელსაც ბევრად მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია. ეს იმუნური სისტემის სიგნალის იმიტაცია იქნება, რაც გამოიწვევს ქოლესტერინის პროდუქციის შემცირებას. ასეთი წამლები შეიძლება ანტიბიოტიკების ალტერნატივადაც მოგვევლინოს, რაც თავიდან აგვაცილებს ანტიბიიოტიკებთან დაკავშირებული რეზისტენტობის განვითარებას, რადგან ეფექტი მიიღება ინფექციაზე თავად სხეულის პასუხის შედეგად და არა უშუალოდ ბაქტერიაზე შეტევით.

http://www.telegraph.co.uk

2011.03.11