<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ამფეტამინების მოხმარება პარკინსონის დაავადების განვითარების საფრთხეს ზრდის

უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ ამფეტამინები, როგორიცაა ბენზედრინი და დექსედრინი, ზრდის პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს, იტყობინება
The Times of India. აღნიშნულ პრეპარატებს უნიშნავენ გამამხნევებელი ეფექტისა და მობილიზაციის უნარის გაძლიერებისთვის იმ პაციენტებს, რომლებსაც აღენიშნებათ ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობა და ნარკოლეფსია, ნერვული სისტემის დაავადებები, რომელიც ხასიათდება დღისით დაუძლეველი ძილიანობის და უეცარი ჩაძინების შეტევებით. გარდა ამისა, ზოგჯერ ამფეტამინებს ნიშნავენ თავის ტვინის ტრავმის მკურნალობის კურსის დროსაც. ჩრდილოეთ კალიფორნიის კომპანიის Kaiser Permanente-ის კვლევითი განყოფილების მეცნიერებმა გამოიკვლიეს ჩრდილოეთ კალიფორნიაში მცხოვრები 66 348 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. კვლევის ბოლოს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი 1154 ადამიანს დაუდგინდა.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მოხალისეებს, რომლებიც ღებულობდნენ ბენზედრინსა და დექსედრინს, აღენიშნებოდათ პარკინსონის დაავადების განვითარების 60%-ით მეტი რისკი იმ მონაწილეებთან შედარებით, რომლებიც არ ღებულობდნენ ამ პრეპარატებს.
“თუკი შემდგომი კვლევები დაადასტურებს აღნიშნულ მოსაზრებას, მაშინ მედიკოსებს მოუწევთ ამ ინფორმაციის გათვალისწინება და მკურნალობის თავიანთი სტრატეგიის გადახედვა. ხოლო ის პირები, რომლებიც უკანონოდ მოიხმარენ ამფეტამინებს, უმჯობესია დაფიქრდნენ და მიღებულ სტატისტიკურ მონაცემებს ყურადღება მიაქციონ”, - აცხადებს კვლევის ავტორი სტეფან კ.ვან დენ იდენი.
გამანადგურებელი ეფექტის მიზეზს ვან დენ იდენი იმაში ხედავს, რომ ამფეტამინები გავლენას ახდენს დოპამინის გამონთავისუფლებასა და შთანთქმაზე. დოპამინი მთავარი ნეიროგადამცემია და ჩართულია პარკინსონის დაავადების განვითარებაში.

http://medicine.newsru.com

2011.02.23