<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   უნიკალური საშუალება მალთაშუა თიაქრის საწინააღმდეგოდ

მხოლოდ ერთი ინექციაც კი შეიძლება საკმარისი იყოს მალთაშუა დისკის თიაქრის შემთხვევაში. სასწაულთმოქმედი ინექცია შეიცავს პრეპარატს, რომელიც მიღებულია ბაქტერიისგან და ახდენს იმ ქსოვილის გადამუშავებას, რომელიც თიაქარს წარმოქმნის, იტყობინება The Daily Mail. ამის შედეგად, გამოწეული ქსოვილი აღარ აწვება ნერვებს და პაციენტს აღარ აქვს ტკივილის განცდა. მეცნიერთა თქმით, ინექცია თავისი ეფექტურობით შეიძლება ოპერაციას გაუტოლდეს.

მალთაშუა დისკები ფიბროზულ-ხტილოვანი წარმონაქმნებია რგოლისებრი ფირფიტებითა და ლაბისებრი ბირთვით. ისინი განთავსებულია მალებს შორის და ხერხემალს მოქნილობას ანიჭებს, თამაშობს რა ამორტიზატორის როლს. დიდი დატვირთვების ან ტრავმის შემთხვევაში დისკის გარეთა კედელი, ფიბროზული რგოლი, თხელდება, დეფორმირდება და იწყებს გამობერვას.

თიაქარი აწვება ზურგის ტვინს ან ზურგის ტვინის ფესვებს და ახდენს ტკივილის შეგრძნების პროვოცირებას და არამხოლოდ თვით ხერხემალში. მაგალითად, ზურგის ქვედა ნაწილებში ნერვებზე ზეწოლამ შეიძლება ფეხებში გამოიწვიოს ტკივილის შეგრძნება.

თიაქრის წარმოქმნა უფრო ხშირად ხდება 30-50 წლის მამაკაცებში. ყოველი ათიდან ერთი შემთხვევა საოპერაციო ხდება. ახალი საშუალება, რომელიც შემუშავებულია იაპონური ფარმაცევტული კომპანიის Seikagaku-ას მიერ, სრულად ახდენს ოპერაციის ეფექტის იმიტირებას. ინექციის ძირითადი ინგრედიენტია ბაქტერიების მიერ წარმოებული ფერმენტი ქონდროითინაზა ABC .

აღნიშნული ფერმენტის მალთაშუა დისკის რბილ ცენტრში შეყვანა იწვევს დისკის შიგნით არსებული ძირითადი ნაერთების (ქონდროითინ სულფატი, დერმატან სულფატი და ჰიალურონის მჟავა) დაშლას.

იაპონიაში ეს მეთოდი უკვე 195 პაციენტზე გამოცადეს. მათგან ნახევარს გაუკეთდა ინექცია, მეორე ნახევარს - პლაცებო. ეფექტი განსაცვიფრებელი იყო. ნაერთი იწვევდა მხოლოდ გამოწეული ქსოვილის დაშლას და ამავე დროს, არ აზიანებდა დისკის დანარჩენ ნაწილს და გარემომცველ ქსოვილს.

http://medicine.newsru.com

2011.02.17