<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ლავანდის ზეთი სოკოვანი ინფექციის წინააღმდეგ

ლავანდის ზეთი შეიძლება წარმატებით იქნას გამოყენებული მდგრადი სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ. ზეთი დაგვეხმარება კანისა და ფრჩხილის სოკოვანი დაზიანების შემთხვევა, ამტკიცებენ კოიმბრის უნივერსიტეტის მეცნიერები. მათ სამხრეთ პორტუგალიაში არსებული Lavandula viridis-გან სპეციალურად გამოყვეს ლავანდის ზეთი, იტყობინება The Times of India.
ზეთი გამოსცადეს რიგ პათოგენურ სოკოზე, რომელთა შორის ზოგიერთი სასიკვდილოც იყო. დერმატოფიტების ჯგუფის წარმომადგენლები იწვევენ კანის, ფრჩხილის, თმის დაზიანებას და საკვები ნივთიერების წყაროდ კერატინს გამოყენებას, ხოლო კანდიდას ტიპის - რძიანას განვითარებას. აღნიშნული სოკოვანი ინფექცია განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
ექსპერიმენტის პროცესში ლავანდის ზეთმა გამოავლინა დამამშვიდებელი, ანტისპასტიური, ანტიმიკრობული და ანტიოქსიდანტური თვისებები. ზეთი კლავდა სოკოების ფართო სპექტრს უჯრედების მემბრანის დაზიანებით.
მკვლევართა თქმით, ამჟამად ანტიმიკოზური პრეპარატების შედარებით ნაკლები ვარიანტები არსებობს და გარდა ამისა, მათ აღენიშნებათ არასასურველი გვერდითი მოვლენები. უკანასკნელ წლებში მსოფლიოში სოკოვანი ინფექციის აქამდე არარსებული სწრაფი გავრცელება აღინიშნება, სწორედ ამიტომ მედიცინა მწვავედ საჭიროებს ახალი საშუალებების შემუშავებას.

http://medicine.newsru.com

2011.02.16