<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   იაპონელები იკვლევენ ტამიფლუს კავშირს მოზარდების სიკვდილთან

იაპონიის მთავრობამ გასცა განკარგულება იმ თვითმკვლელობების განსაკუთრებული გამოძიების შესახებ, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, დაკავშირებულია შვეიცარული ფირმის ”როშეს” მიერ წარმოებული ტამიფლუს მიღებასთან.
სამშაბათს ჩრდილოეთ იაპონიის ქალაქ სენდაიში 14 წლის ბიჭი, რომელიც ღებულობდა ტამიფლუს, გადმოხტა თავისი საცხოვრებლის მე-11 სართულიდან. როგორც ირკვევა, ბიჭმა ძილის წინ დალია ზ.ა. წამალი, გაიღვიძა შუა ღამით და ცოტა ხნის შემდეგ გადმოხტა შენობიდან.
ანალოგიურ შემთხვევას, სავარაუდოდ დაკავშირებულს იგივე წამალთან, ადგილი ჰქონდა თებერვლის თვის დასაწყისში აიჩის პრეფექტურაში, სადაც 14 წლის გოგონამ ასევე თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.
იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის ჰაკიო იანაგისავას (Hakuo Yanagisawa) თქმით, აუცილებლად შეისწავლიან ამ ანტიგრიპოზული პრეპარატის კავშირს ზ.ა. შემთხვევებთან. ამჟამად რაიმე კავშირის არსებობის შესახებ განცხადების გაკეთებისაგან მინისტრმა თავი შეიკავა.
ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით იაპონიის კომპანიამ Chugai Pharmaceutical Co., რომელიც ახორციელებს წამლების იმპორტს, უნდა უზრუნველყოს ის ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება სამთავრობო გამოძიებას.
გასული წლის ნოემბრის მონაცემებით ტამიფლუს 54 მომხმარებელი გარდაიცვალა. მათ შორის 16 - და უფრო ნაკლები ასაკის იყო 16 მომხმარებელი. ეს შემთხვევები გამოკვლეულ იქნა აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ, რომელმაც ვერანაირი საეჭვო კავშირი ვერ დაადგინა ტამიფლუსა და სიკვდილიანობას შორის.
ტამიფლუ მიჩნეულია წამყვან მედიკამენტად ფრინველის გრიპისა და სხვა ფორმის გრიპის პოტენციური პანდემიის წინააღმდეგ. ცნობილია, რომ იაპონიამ მარაგის სახით შეისყიდა ტამიფლუს საერთო რაოდენობის 60%-ზე მეტი.

http://www.forbes.com

2007.03.01