<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   კალციუმი წონის დაკლებას უწყობს ხელს

გახდომის მსურველებისთვის ჩვეულებრივ დიეტებთან ერთად სასარგებლოა კვების რაციონში D ვიტამინისა და კალციუმის დამატება. როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, აღნიშნულ დიეტაზე მყოფი ქალები წონაში ოთხჯერ უფრო მეტად იკლებდნენ, ვიდრე ისინი, ვინც არ იყენებდა D ვიტამინსა და კალციუმს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კალციუმის ნაკლებობა ორგანიზმში იწვევს მინერალებით მდიდარი პროდუქტებისადმი მოთხოვნილების მატებას. მაგრამ, სამწუხაროდ, კალციუმის მაღალი შემცველობის მქონე ბევრი პროდუქტი ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს ცხიმებსა და კალორიებს (მაგ, ნაყინი, ცხიმიანი ყველი), წერს The Times of India.
ჩატარებული კვლევის მსვლელობაში ქალებს დამატებით აძლევდნენ 600 მგ-მდე კალციუმს. შედეგად, მათ არამხოლოდ მეტად მოიკლეს წონაში, არამედ, როგორც აღმოჩნდა, უფრო მეტი ცხიმიც დაკარგეს იმ ადამიანებთან შედარებით რომლებიც არ ღებულობდნენ დანამატებს. მეცნიერთა აზრით, კალციუმის დანამატების D ვიტამინთან ერთად მოხმარება ორგანიზმის მიერ უფრო მეტი კალციუმის შთანთქმას უწყობს ხელს.

http://medicine.newsru.com

2011.01.31