<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   რაც უფრო აგრესიულია სტატინოთერაპია, მით უფრო უკეთესი გულისათვის?

ატორვასტატინით ჩატარებული ინტენსიური თერაპია ქოლესტერინის დონის, ძირითადი გულ-სისხლძარღვთა მოვლენების სიხშირისა და სიკვდილობის უფრო ეფექტურად დაქვეითების შესაძლებლობას იძლევა პრავასტატინის ზომიერი დოზებით მკურნალობასთან შედარებით (Circulation 2007;115:700-7).
ამერიკელი მეცნიერები დოქტორ Prakash Deedwania-ს ხელმძღვანელობით (კალიფორნიის უნივერსიტეტი, სან-ფრანცისკო) აკვირდებოდნენ გულის იშემიური დაავადების მქონე 65-85 წლის ასაკის 893 ამბულატორიულ ავადმყოფს, რომელთაც აღენიშნებოდათ ანამნეზში მიოკარდიუმის იშემიის სულ მცირე ერთი ეპიზოდი მაინც (არანაკლებ 3 წთ, ეკგ-ს 48-საათიანი ამბულატორიული მონიტორირების დროს). ყველა მონაწილე რანდომიზებულად იღებდა ან ატორვასტატინს (80მგ/დღეში) ან პრავასტატინს (40მგ/დღეში). ერთწლიანი დაკვირვების დროს ორივე ჯგუფში დამაჯერებლად შემცირდა იშემიის საერთო ხანგრძლივობა, როგორც 3 თვის, ასევე 12 თვის შემდეგ, ჯგუფებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავების გარეშე. ამის მიუხედავად, ატორვასტატინის ჯგუფში, პრავასტატინის ჯგუფთან შედარებით უფრო შესამჩნევად დაქვეითდა დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოვლენების სიხშირე (რისკების შეფარდება 0,71) და საერთო სიკვდილობა (რისკების შეფარდება 0,33).
ავტორების აზრით, მიღებული შედეგები საშუალებას იძლევა რუტინულად დაინიშნოს ინტენსიური სტატინოთერაპია ხანდაზმულ პაციენტებში.

http://cardiosite.ru

2007.02.28