<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   საჭიროა თუ არა ქოლესტერინის დონის პროფილაქტიკური დაქვეითება?

არ არსებობს მონაცემები, რომლებიც გაამართლებდნენ ექიმების მიერ ფართოდ რეკომენდებული სტატინების გამოყენებას იმ ადამიანებში, რომლებსაც არ აქვთ გულის დაავადებები, - გვაფრთხილებენ ექსპერტები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შესწავლის ბრიტანეთის ფონდიდან (The British Heart Foundation).
ითვლება, რომ სტატინები, რომლებიც აქვეითებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში, მართლაც ამცირებენ სიკვდილიანობას დაავადებულებში. ამის მიხედავად ექსპერტები გამოთქვამენ ეჭვს ამ მედიკამენტების რეგულარული მიღების მიმართ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც არ შედიან მაღალი რისკის ჯგუფში.
დიდ ბრიტანეთში ადამიანები წლობით იღებენ სტატინებს, რათა შეამცირონ მიოკარდიუმის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების რისკი სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების გზით.
სპეციალისტები ბრიტანეთის ჯანდაცვისა და ხარისხიანი სამედიცინო დახმარების ინსტიტუტიდან რეკომენდაციას უწევენ სტატინების მუდმივად მიღებას იმ ადამიანების მიერ, რომლებშიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის რომელიმე დაავადების განვითარების რისკი უახლოეს 10 წელიწადში აღემატება 20%-ს.
წარსული წლების სამეცნიერო კვლევები მიუთითებდა იმაზე, რომ სტატინები შეიძლება იყოს სასარგებლო იმ ადამიანებისათვისაც, რომლებიც არ შედიან ამ ჯგუფში. თუმცა ამ პრეპარატებს ასევე აქვთ გვერდითი ეფექტები. მაგ. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქცია, ასევე კუნთოვანი სისუსტე.
ბოლო კვლევის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნებული იქნა Cochrane Library-ში, ეფუძნება სხვადასხვა დროს ჩატარებულ 4 კლინიკურ შემოწმებას.
კარდიოლოგი ფიონა ტაილერი ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული დაავადებების ინსტიტუტიდან ურჩევს ექიმებს, არ აჩქარდნენ სტატინების გამოწერის დროს. ”როგორც ამ გამოკვლევამ აჩვენა, ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ამ პრეპარატების მოქმედების შესახებ იმ ადამიანებზე, ვისაც არა აქვს გულის დაავადება”, - ამბობს ის. მედიკოსები სიფრთხილისაკენ მოგვიწოდებენ და გვირჩევენ თითოეული პაციენტის ინდივიდუალურდ შეფასებას.

http://Bbc.co.uk

2011.01.20