<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   Т-უჯრედოვანი ვაქცინა რევმატოიდული ართრიტის წინააღმდეგ

კომპანიამ Opexa Therapeutics, რომელიც სპეციალიზირებულია უჯრედოვანი თერაპიის მეთოდების შემუშავებასა და კომერციალიზაციაში, წარმოადგინა რევმატოიდული ართრიტის მკურნალობის საკუთარი მეთოდის კლინიკური გამოცდის რეზულტატები.
რევმატოიდული ართრიტი სახსრების ანთებით მიმდინარე აუტოიმუნური დაავადება, რომლითაც უფრო ხშირად ავადდებიან ქალები.
კვლევა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა 15 მოხალისე, მიმდინარეობდა შანჰაის ბიოლოგიურ მეცნიერებიათა ინსტიტუტში. მკურნალობისთვის იყენებდნენ კომპანიის სპეციელისტების მიერ შექმნილ Т-უჯრედოვანი ვაქცინაციის ტექნოლოგიას. ყოველი პაციენტისთვის შეჰყავდათ Т-უჯრედოვანი ვაქცინა 6-ჯერ წლის განმავლობაში.
პაციენტებმა მკურნალობა გადიატანეს კარგად. Т-უჯრედებით გამოწვეული რეგულატორული იმუნური პასუხი კორელირებდა პაციენტების კლინიკური მდგომარეობის შესამჩნევ გაუმჯობესებასთან. American College of Rheumatology (ACR) კრიტერიუმების მიხედვით სახსრების შეშუპება შემცირდა შემდეგნაირად: ACR 20 (73.3%), ACR 50 (67.7%) და ACR 70 (55.3%). მთლიანად აღინიშნა სახსრების შეშუპების (p<0.01) და ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირება. ამ პარამეტრების ცვლილებები კორელირებდა შრატში ანთების მარკერების (მათ შორის ედს-ის, С- რეაქტიული ცილის და რევმატოიდული ფაქტორის) მნიშვნელოვან შემცირებასთან (p < 0.05).
ვაქცინა იქმნებოდა თითოეული პაციენტის აუტოლოგიური სინოვიალური Т-ლიმფოციტების საფუძველზე და შედგებოდა CD4+ T-რეგულატორული და CD8+ ციტოტოქსიკური T-უჯრედებისაგან.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებული იყო ჟურნალში Arthritis & Rheumatism (Vol. 56, No. 2, pp. 453-463).

http://www.biospace.com

2007.02.21