<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ასპირინი კიბოს წინააღმდეგ

აღმოჩნდა, რომ ბანალური, ყველასათვის ცნობილი ასპირინი, შეიძლება პანაცეად მოგვევლინოს კიბოსთან მიმართებაში.
უკანასკნელი კვლევების მიხედვით, საშუალო ასაკის ადამიანების მიერ ასპირინის ხუთ წელზე და მეტ ხანს მოხმარების შემთხვევაში “საშუალოსტატისტიკური” ავთვისებიანი სიმსივნით სიკვდილიანობა მცირდება 34%-ით, ხოლო კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული კიბოთი – 54%-ით.
ბრიტანელმა და იაპონელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს ერთობლივი კვლევა კიბოთი სიკვდილიანობის აცეტილსალიცილის მჟავას რეგულარულ მოხმარებასთან დამოკიდებულების შესასწავლად. 25 ათასი განხილული შემთხვევიდან აირჩა 670.
კვლევის ხელმძღვანელი ოქსფორდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კლინიკური ნევროლოგიის კათედრის პროფესორი პიტერ როტველი აღნიშნავს, რომ ასპირინის რეგულარულ მიღებაში იგულისხმებოდა მისი მცირე დოზები – 0,75გ დღეში. შედარებისთვის: ასპირინის სამკურნალო ყოველდღიური დოზა შეადგენს 1-4გ-ს.
იმ პაციენტების სიკვდილის რისკი მომავალ 20 წელიწადში, რომელთა ასაკი მერყეობს 40-დან 50წლამდე, მცირდება 10%-ით პროსტატის კიბოს, 30%-ით ფილტვის კიბოს, 40%-ით მსხვილი ნაწლავის კიბოს და 60%-ით საყლაპავის კიბოს შემთხვევაში.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ასპირინის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შემდგომი კვლევა.

http://mignews.ru

2010.12.09