<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   მეცნიერები გაფანტული სკლეროზის სამკურნალო პრეპარატზე მუშაობენ

კემბრიჯისა და ედიბურგის უნივერსიტეტის ექსპერტების განცხადებით, ახალი აღმოჩენა გაფანტული სკლეროზის ბუნების შესახებ ისეთი პრეპარატების შემუშავების საშუალებას იძლევა, რომელიც დაავადების დამღუპველი ეფექტის უკუგანვითარებას განაპირობებს. მათ გამოავლინეს მექანიზმი, რომელიც ააქტიურებს ღეროვან უჯრედებს, რომლებსაც შეუძლიათ დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემის აღდგენა, იტყობინება The Independent.
გაფანტული სკლეროზი პროგრესირებად ნევროლოგიურ დაავადებას წარმოადგენს, რომელიც ადამიანის დაინვალიდებასა და შრომისუნარიანობის დაკარგვას იწვევს. ამ დაავადების განვითარების მიზეზი თავის ტვინის მნიშვნელოვანი ნერვული უჯრედების დამცავი მიელინური გარსის დაზიანებაა.
კვლევის ხელმძღვანელის პროფესორ რობინ ფრანკლინის თქმით, ტვინის დაზიანების შედეგად მიღებული პროდუქტების მოცილება წარმოადგენს გაფანტული სკლეროზის მკურნალობის მნიშვნელოვან პრობლემას. მეცნიერებმა შეძლეს განესაზღვრათ, თუ როგორ უნდა მოხერხდეს თავის ტვინის ღეროვანი უჯრედების აღდგენით პროცესებში ჩართვა, რაც დიდი გარღვევა იქნება მედიცინაში.

http://medicine.newsru.com

2010.12.06