<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   წონის დამკლები პრეპარატი 500 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა

კომპანია Servier-ის მიერ წარმოებული პრეპარატი Mediator, რომელსაც მილიონობით ფრანგი მოიხმარდა, როგორც წონის დასაკლებ საშუალებას, 500 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. თავდაპირველად პრეპარატს უნიშნავდნენ დიაბეტის მქონე ჭარბი წონის ადამიანებს, მაგრამ დროთა განმავლობაში იგი, როგორც მადის დამთრგუნველი, ფართოდ მოხმარებადი საშუალება გახდა.
ეპიდემიოლოგთა გუნდმა დაამტკიცა, რომ პრეპარატის გამოყენების დაწყებიდან (1976 წელი) დღემდე იგი სულ მცირე 500 ადამიანის სიკვდილისა და 3500 ადამიანის ჰოსპიტალიზაციის მიზეზი გახდა. როგორც ირკვევა, პრეპარატი იწვევს გულის სარქვლების გასქელებას, ხოლო რაც შეეხება დიაბეტს, არ ავლენს რაიმე განსაკუთრებულ ეფექტს.
საფრანგეთის წამლის უსაფრთხოების ორგანომ ოფიციალურად განაცხადა ამ პრეპარატთან დაკავშირებული საფრთხისა და მისი რეალიზაციიდან ამოღების შესახებ.
საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი მოუწოდებს Mediator-ის მომხმარებელ ყველა ადამიანს მიმართონ ექიმს გამოკვლევის ჩასატარებლად.

http://www.telegraph.co.uk

2010.11.19