<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ეჭვის ქვეშ დადგა ასპირინისა და ორალური ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღების არსებული პრაქტიკა

კანადელმა მეცნიერებმა დოქტორის James Douketis ხელმძღვანელობით (უნივერსიტეტი McMaster, ჰამილტონი, ონტარიო) გაანალიზეს MEDLINE, EMBASE, Cochrane Library მონაცემთა ბაზები, სადაც 2005 წლის ივნისის თვემდე გამოქვეყნებული იყო ასპირინისა და ორალური ანტიკოაგულანტების კომბინაციაში მიღებისა და ცალკე მხოლოდ ორალური ანტიკოაგულანტების მიღების შესახებ ჩატარებული რანდომიზებული კონტროლირებადი კლინიკური გამოცდების შედეგები.
ამორჩეული იყო 10 კვლევა, რომელიც მოიცავდა 4180 პაციენტს.
მთლიანობაში, არტერიული თრომბოემბოლიების რისკი უფრო დაბალი იყო ასპირინისა და ორალური ანტიკოაგულანტების კომბინირებული თერაპიის ჯგუფში ანტიკოაგულანტების ჯგუფთან შედარებით (შანსების შეფარდება 0,66). ამავე დროს, ეს დადებითი ეფექტი აღინიშნა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც ქონდათ გულის ხელოვნური სარქველები (შანსების შეფარდება 0,27), ხოლო წინაგულების ფიბრილაციისა და გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში კომბინირებულ და მონოთერაპიას შორის განსხვავება არ გამოვლინდა (შანსების შეფარდება 0,69). ორივე ჯგუფში პრაქტიკულად ერთნაირი იყო საერთო სიკვდილობა, ხოლო მასიური სისხლდენების რაოდენობა აღმოჩნდა დამაჯერებლად უფრო მაღალი ასპირინისა და ორალური ანტიკოაგულანტებით კომბინირებული თერაპიის დროს (შანსების შეფარდება 1,43). მკვლევარების აზრით, ასპირინი ორალურ ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში აუცილებლად უნდა დაინიშნოს მხოლოდ გულის ხელოვნური სარქველების მქონე პაციენტებში (Arch Intern Med 2007;167:117-24)

http://Cardiosite.ru

2007.02.08