<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   სიმსუქნის საწინაღმდეგო ახალი პრეპარატი კლინიკური გამოცდების ზღურბლზეა

მეცნიერებმა განაცხადეს მათ მიერ შემუშავებული სიმსუქნის საწინააღმდეგო პრეპარატის - ტროდუსქვემინის (trodusquemine, MSI-1436) კლინიკური გამოცდების პირველი ფაზის დაწყების შესახებ. ტროდუსქვემინს გააჩნია მოქმედების რამოდენიმე მექანიზმი: იგი ამორჩევითად აინჰიბირებს ფერმენტ 1В თიროზინფოსფატაზას (tyrosine phosphatase 1B, PTP1B), აბლოკირებს ნეიროტრანსმიტერების დოფამინის და ნორეპინეფრინის უკუმიტაცებას და აქვეითებს მადის აღმძვრელი ჰორმონების ექსპრესიას. ეფექტების მთელი კომპლექსი იწვევს მადის დათრგუნვას, წონის დაქვეითებას და სისხლში გლუკოზისა და ქოლესტერინის დონის ნორმალიზაციას.
ტროდუსქვემინის აქტივობა დატესტირებულია პრეკლინიკურ კვლევებში რაციონით ინდუცირებული სიმსუქნის მქონე ცხოველების სხვადასხვა მოდელებში: თაგვებში (ნორმალურ და ტრანსგენურ, რომელთა ორგანიზმშიც ბლოკირებულია ლეპტინის სინთეზი ან მისი რეცეპტორი), კურდღლებში, ძაღლებსა და მაიმუნებში. ყველა ექსპერიმენტში პრეპარატი იწვევდა მადის შექცევად დათრგუნვას, საბოლოო ჯამში კი - მიღებული საკვების რაოდენობის შემცირებას. უფრო მეტიც, პრეპარატის მიღება არ იწვევდა რაიმე გვერდითი ეფექტების განვითარებას არც ერთ გამოყენებულ მოდელში.

http://www.cbio.ru

2007.02.07