<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი მედიკამენტებს სათესლე ჯირკვალში ემალება

ფრანგი მეცნიერების ჯგუფმა გახსნა მექანიზმი, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს საშუალებას აძლევს, დაემალოს უახლესი ანტირეტროვირუსული პრეპარატების მომაკვდინებელ ზემოქმედებას. მკვლევართა მონაცემებით, მედიკამენტებისათვის მიუწვდომელი ვირუსის სამალავი მამაკაცის სათესლე ჯირკვლების იმუნური უჯრედებია (American Journal of Pathology).
პუბლიკაციის ავტორების აზრით, მათ მიერ მიღებული მონაცემები დაეხმარება მეცნიერებს დროთა განმავლობაში მკურნალობის ისეთი ახალი მეთოდების შემუშავებაში, რომლებიც შესაძლებელს გახდის ვირუსის განადგურებას უშუალოდ სათესლე ჯირკვლებში.
გამოკვლევის დროს რენეს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა აივ-მატარებელთა სათესლეების ქსოვილში აღმოაჩინეს ოთხი რეცეპტორის მქონე იმუნური უჯრედები-მაკროფაგები, რომლებსაც იყენებს ადამიანის იმუნიოდეფიციტის ვირუსი უჯრედში შესაღწევად.
in vitro გამოზრდილი ტესტიკულარული მაკროფაგების კოლონიის შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ვირუსი აქტიურად მრავლდება მათში და ინარჩუნებს სხვა უჯრედების, მათ შორის სპერმატოზოიდების, დასნებოვნების უნარს.
თანამედროვე ანტირეტროვირუსულ თერაპიას შეუძლია მინიმუმამდე დაიყვანოს ავადმყოფის სისხლში ვირუსული ნაწილაკების კონცენტრაცია. ამასთან, დაავადების გადადების რისკი დაუცველი სექსის დროს მაინც მაღალი რჩება ვირუს-მატარებლის სპერმაში ვირუსის მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნების გამო.
ჯანმო-ს მონაცემებით, ჰეტეროსექსუალური სქესობრივი კონტაქტები კვლავ რჩება აივ-ინფექციის გადაცემის ძირითად გზად მსოფლიოში.

http://Medportal.ru

2007.02.06