<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ჰორმონი, რომელიც იწვევს უძილობას, დაგვეხმარება ძილის ნორმალიზებაში

შეიქმნა პრეპარატი, რომელიც დაგვეხმარება უძილობის დამარცხებაში. მისი მოქმედება დაფუძნებულია ნორმალური ძილის მარეგულირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰორმონის, ორექსინის (orexin) ეფექტის ბლოკირებაზე.
ორექსინი აღმოჩენილი იქნა 1998 წელს. მოგვიანებით, დადგენილი იქნა, რომ მისი ნაკლებობა იწვევს ისეთ დაავადებას, როგორიცაა ნარკოლეფსია - ძილის დარღვევა, რომელსაც ახასიათებს უეცარი ჩაძინების შეტევები. ჰორმონის სწორედ ამ თვისების გამოყენება სცადეს მეცნიერებმა უძილობის საწინააღმდეგო ახალი პრეპარატის შექმნისას.
ახალი პრეპარატი წარმოადგენს შვეიცარული ფარმაცევტული კომპანიის აკტელიონის (Actelion Pharmaceuticals in Allschwil) პროდუქტს. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული იქნა ცხოველებზე და ასევე 42 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებული კვლევების შედეგები. ავადმყოფები, რომლებსაც აღენიშნებათ ნარკოლეფსია, უჩივიან არამარტო უეცარ ჩაძინებას, არამედ უეცრად განვითარებულ კუნთოვან სისუსტეს და ჰალუცინაციებს გამოღვიძების დროს. წინასწარი მონაცემებით, ახალი პრეპარატის გამოყენებისას ნარკოლეფსიისათვის დამახასიათებელი მსგავსი გვერდითი ეფექტები არ გამოვლინდა. ჯერჯერობით, მოხალისეებს პრეპარატი ეძლეოდათ ერთჯერადად, დილის საათებში. უძილობის სამკურნალოდ გათვალისწინებულია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება ღამის საათებში მიღებით, ამიტომაც კვლევები უნდა გაგრძელდეს.

http://Svobodanews.ru

2007.01.31