<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ინგლისელმა მეცნიერებმა შექმნეს ანტიბიოტიკების ახალი თაობა

ინგლისელმა მეცნიერებმა შექმნეს ანტიბიოტიკების ახალი თაობა, რომლებიც შესაძლებელს გახდიან მათი მიღების კურსის ორჯერ შემცირებას. დასაწყისისთვის აპრობაცია ჩატარდება ოქროსფერი სტაფილოკოკის შიდაჰოსპიტალურ შტამზე.
ჩვეულებრივ, ეს ბაქტერია მგრძნობიარე არ არის ანტიბიოტიკების სტანდარტულ ნაკრებზე და მისი მკურნალობა ხშირად რჩება ”კადრს მიღმა”. გარდა ამისა, დაგეგმილია ახალი პრეპარატებით სხვა ინფექციების, მაგ. ტუბერკულოზის, მკურნალობაც.
კლინიკური კვლევები დაიწყება მომავალ წელს, ფარმაცევტულ ბაზარზე კი პრეპარატი დაახლოებით 5 წელიწადში გამოჩნდება.
ანტიბიოტიკებისადმი მიჩვევის გადალახვა - მისი ხანგრძლივი არსებობის აუცილებელი წინაპირობაა. დღეისათვის სიტუაცია ისეთია, რომ ფარმაცევტულ კომპანიას შეუძლია დახარჯოს წლები ანტიბიოტიკის შექმნისათვის, მისი მოქმედების ხანგრძლივობა კი მხოლოდ თვეებით განისაზღვროს.
ახალი პრეპარატი შემუშავებული იყო, როგორც ანტიბაქტერიული კრემი ცხვირის ღრუში არსებული სტაფილოკოკის მდგრადი შტამებისათვის. ეს მიდამო აღნიშნული მიკრობის ბინადრობისათვის საყვარელ ადგილად არის მიჩნეული. მან საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენა ცხოველებზე ჩატარებულ ტესტებში და მომავალში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ პრეპარატად მიიჩნევა სტაფილოკოკის წინააღმდეგ.
გარდა უფრო მაღალი ეფექტურობისა, ასეთ პრეპარატს ექნება მკურნალობის უფრო ხანმოკლე კურსი. მკვლევარების სიტყვებით, თუ პენიცილინის მსგავსი ანტიბიოტიკის მიღებისას მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა არანაკლებ 5-7 დღეა, ახალი პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ 1-2 დღე გახდეს საჭირო.

http://Pharmindex.ru

2007.01.30