<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   B ვიტამინი ამცირებს ”ფილტვის კიბოს განვითარების რისკს”

ევროპული კვლევის მიხედვით, ადამიანებს, იმისდა მიუხედავად ეწევიან თუ არა, სისხლში B ვიტამინის მაღალი შემცველობის შემთხვევაში აღენიშნებათ ფილტვის კიბოს განვითარების რისკის შემცირება.
კვლევამ აჩვენა, რომ B ვიტამინისა და ამინომჟავა მეთიონინის მაღალი შემცველობა ზ.ა. რისკს ამცირებს 50%-ით. მიუხედავად ამისა, ექსპერტთა თქმით, ფილტვის კიბოს განვითარების რისკის შემცირების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მაინც მოწევაზე აური რჩება.
აღნიშნულ ნუტრიენტებს ბუნებრივად დიდი რაოდენობით შეიცავს თხილი, თევზი და ხორცი. ისინი შეიძლება მიღებულ იქნას დანამატების სახით.
დოქტორი პენეგიოტა მიტროუ (Panagiota Mitrou) აღნიშნავს, რომ ეს აღმოჩენა ნამდვილად შთამბეჭდავია, რადგან იგი მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს პროცესის გაგებისა და პრევენციული საშუალებების შემუშავებისათვის. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მწეველებისთვის B ვიტამინის მიღება ჩაანაცვლებს მოწევაზე უარის თქმის ეფექტს.
ვიტამინების შემცველობის მაღალი დონე ჯანსაღი ცხოვრების სტილის მაჩვენებელია, რაც, თავისთავად, ხელს უწყობს კიბოს განვითარების რისკის შემცირებას.
კვლევა მოიცავდა 400 000 ადამიანს 10 ევროპული ქვეყნიდან და გრძელდებოდა რვა წელზე მეტ ხანს. მონაწილეებს შორის იყვნენ არამწეველები, მწეველები და ექს-მწეველები.
მოწევასთან კავშირის მიუხედავად, ადამიანებს, სისხლში B ვიტამინისა და ამინომჟავა მეთიონინის მაღალი შემცველობით, გამოუვლინდათ პროტექტორული უნარი ფილტვის კიბოს განვითარების მიმართ. კვლევის პროცესში ამ მონაწილეებს შორის ძალზედ მცირე რაოდენობას განუვითარდა ფილტვის კიბოს იმ ადამიანებთან შედარებით, რომელთაც ნუტრიენტების დაბალი დონე აღენიშნებოდათ, შესაბამისად, 129 და 408 ადამიანი, მაშინ, როდესაც კიბოს შემთხვევათა საერთო რიცხვი 899-ს შეადგენდა.
კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორი პაულ ბრენენის (Paul Brennan) თქმით, თუ მომავალი კვლევა დაადასტურებს მათ მიერ მიღებულ შედეგებს, შემდგომი ნაბიჯი იქნება B ვიტამინის კიბოს განვითარების რისკის შემამცირებელი ოპტიმალური დონის განსაზღვრა.

http://news.bbc.co.uk

2010.06.17