<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   არტერიული წნევის წამლები კიბოს განვითარების რისკს ზრდის

ახალი კვლევის მიხედვით, სისხლის წნევის სარეგულაციო მედიკამენტები - ანგიოტენზინ-რეცეპტორული ბლოკერები (ARBs), იწვევს კიბოს განვითარების რისკის ზრდას.
წამლების ეს ჯგუფი გამოიყენება მილიონობით პაციენტის მიერ არა მარტო მაღალი არტერიული წნევის შემთხვევაში, არამედ გულის უკმარისობის, კარდიოვასკულური რისკის შემცირებისა და დიაბეტური თირკმელ-კენჭოვანი დაავადების დროსაც.
მეტა-ანალიზური კვლევა მოიცავდა რანდომიზებულად შერჩეულ 60 000 პაციენტს, რომელთა ნაწილი ღებულობდა ARBs-ს, ხოლო მეორე ნაწილი – საკონტროლო მედიკამენტს.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ARBs-ის მომხმარებელ პაციენტებში მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი ახალი სიმსივნეების განვითარების რისკი პაციენტების საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. დოქტორ ილქ სიპეხის (Ilke Sipahi) თქმით, აღნიშნული რისკის მატება 8-11%-ს შეადგენდა, ხოლო ფილტვის კიბოს შემთხვევაში იგი 25%-ს აღწევდა. აღსანიშნავია, რომ მეცნიერებმა ვერ ნახეს კავშირი ARBs-სა და ძუძუს კიბოს განვითარებას შორის.
დოქტორ ილქ სიპეხი აღნიშნავს, რომ კვლევა ARBs-სა და სიმსივნის კიბოს განვითარებას შორის ზ.ა. კავშირის დადგენის პირველი შემოთავაზება იყო, რაც საჭიროებს შემდგომი კვლევების ჩატარებას შედეგების დასაზუსტებლად. მისივე თქმით, აქამდე ARBs-ის საფრთხის შესახებ არანაირი აზრი არ არსებობდა, გარდა იმისა, რომ მათ არ გამოიყენებდნენ ორსულობისა და იმ პათოლოგიების დროს, რომელიც უკავშირდებოდა თირკმლის ქრონიკულ დაავადებას ან თირკმლის არტერიების ბლოკადას.

http://www.elements4health.com

2010.06.15