<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ახალი მედიკამენტი ხსნის ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას 3 დღეში

ისრაელში, ბეერ-იაკობის საავადმყოფოში იწყება ახალი მედიკამენტის გამოცდა, რომელიც დაეხმარება ნარკომანებს, გათავისუფლდნენ ნარკოტიული დამოკიდებულებისაგან სულ რაღაც 72 საათის განმავლობაში.
ეს სენსაციური წამალი უძველესი დროიდან არის ცნობილი აფრიკის მცხოვრებთათვის. იბოგაინი მიიღება ხე იბოგას (eboga) ქერქისაგან. იგი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი უძლიერესი ჰალუცინოგენი, რომელსაც აფრიკული ტომები იყენებდნენ სამედიცინო მიზნებით და ასევე რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად. ეს ნივთიერება უკვე მრავალი წელია წარმოადგენს სამეცნიერო დისკუსიების საგანს, რომელიც ეხება ფსიქოტროპული ნივთიერებების სამედიცინო მიზნებით გამოყენებას.
ამ პრეპარატის სამკურნალო თვისებები შემთხვევით იქნა აღმოჩენილი ამერიკელი ექიმის მიერ, რომელიც დაავადებული იყო ნარკომანიით. 90-იანი წლებიდან იკვლევენ მეცნიერები პრეპარატის ზემოქმედებას ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაში მყოფ პაციენტებზე. ისრაელის საავადმყოფომ მიიღო თანხმობა, გამოიყენოს პრეპარატი გამოსაცდელად ჰეროინის მომხმარებელ 12 პაციენტზე.
მკვლევარების ძირითადი მიზანია ამ საშუალების უკანონო მომხმარებლების წინააღმდეგ ბრძოლა. თუ სამედიცინო ექსპერიმენტებით დადასტურდება იბოგაინის ეფექტურობა, პაციენტები შეძლებენ მის გამოყენებას ექიმის მეთვალყურეობით.
დოქტორ მოშე ზარ-ციონის განმარტებით, ეს პრეპარატები მოქმედებენ ტვინში მომდინარე პროცესებზე, რომლებიც დაკავშირებულია ნარკოტიკებზე დამოკიდებულების განვითარებასთან. ცნობილია, რომ ნარკოტიკების გამოყენება იწვევს ცვლილებას ტვინის მუშაობაში და ნერვულ სისტემაში. იბოგაინის მხოლოდ ერთი გამოყენება იწვევს ამ ცვლილებების ნეიტრალიზებას და ტვინი იწყებს მუშაობას ისე, როგორც მუშაობდა ნარკოტიკების მოხმარებამდე. ეს პრეპარატი დაეხმარება ასევე მათ, ვისაც სურს დაანებოს თავი თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას, გათავისუფლდეს კოკაინზე და ჰეროინზე დამოკიდებულებისაგან.
აშშ-ში დაიღუპა სამი პაციენტი, რომლებიც იღებდნენ იბოგაინს სამედიცინო მიზნებით. მართალია, ექიმებმა ვერ გამოავლინეს პირდაპირი კავშირი მედიკამენტების მიღებასა და სიკვდილს შორის, მაგრამ შემდგომში ისრაელის მედიკოსები ყურადღებით დააკვირდებიან საკვლევი პირების გულის მუშაობას ექსპერიმენტის დროს.

http://MIGnews.com

2007.01.15