<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ვიტამინი B ხელს უწყობს თავის ტვინის ფუნქციების აღდგენას ინსულტის გადატანის შემდეგ

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ვიტამინი B3 ხელს უწყობს თავის ტვინის ნევროლოგიური ფუნქციების აღდგენას ინსულტის გადატანის შემდეგ.
დეტროიტის ჰენრი ფორდის ჰოსპიტლის ექიმები თვლიან, რომ ვიტამინი B3, ანუ ნიაცინი, ზ.ა. ეფექტს აღწევს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებით.
ვირთხებზე ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც უნდა დადასტურდეს ადამიანებში ჩატარებული ანალოგიური კვლევით, სავარაუდოდ, ინსულტიანი ავადმყოფებისთვის ახალი, იაფი და ადვილად გადასატანი მკურნალობის საფუძველი გახდება, აღნიშნავს ჰენრი ფორდის ნევროლოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი, კვლევის ხელმძღვანელი დოქტორი მაიკლ ჩოპი (Michael Chopp).
კვლევის შედეგებმა, ასევე, შეიძლება გზა გაუხსნას ახალ მიდგომების შემუშავებას ნევროლოგიურ მედიცინის სხვა სფეროებშიც, რომელიც მოიცავს თავის ტვინის ტრავმებს.
ყოველწლიურად 150 000 ადამიანს უვითარდება ინსულტი, რომლის მიზეზია სისხლჩაქცევა ან სისხლის კოლტის წარმოქმნა, რაც იწვევს თავის ტვინის უჯრედების ჰიპოქსიასა და სიკვდილს.
უკანასკნელმა კვლევებმა დაადასტურა ვიტამინი B-ს მნიშვნელობა მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების პრევენციისთვის.
ზ.ა. კვლევის შედეგებით, იშემიური ინსულტის შემდგომ პერიოდში ნიაცინის მიღება იწვევს ახალი სისხლძარაღვებისა და ნერვული უჯრედების წარმოქმნის სტიმულაციას, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თავის ტვინის ნევროლოგიურ ფუნქციებს.

Andrew Hough

http://www.telegraph.co.uk

2010.02.26