<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   როგორ მივიღოთ სწორად ვიტამინები?

ვიტამინების მაქსიმალური სარგებლიანობისათვის საჭიროა სწორად იქნას ისინი მიღებული. მაგ. აფთიაქებში შეიძლება ვიხილოთ მრავალნაირი სახეობის ვიტამინური კომპლექსები, რომლებიც მდიდიარია ვიტამინებით და მინერალებით, მაგრამ ხშირად ისინი კარგად არ შეითვისება ორგანიზმის მიერ, ვინაიდან ზოგიერთი ვიტამინი ხელს უშლის ერთმანეთს, კერძოდ ან მოდის კონფლიქტში ერთმანეთთან ან ერთი ვიტამინის არსებობა აფერხებს მეორეს შეწოვას.
აი, რამდენიმე რჩევა, რომლის გათვალისწინებაც სასარგებლო იქნება:
• არასოდეს არ გამოიყენოთ ერთი და იმავე ვიტამინურ-მინერალური კომპლექსი. მიიღეთ კურსის სახით ჯერ ერთი რომელიმე კომპლექსი და შემდეგ შეცვალეთ სხვით. ვიტამინების მიღების კურსებს შორის გაკეთეთ დაახლოებით 2-3 კვირიანი შესვენება.
• ვიტამინების მიღება ხდება როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკური მიზნითაც. იმისათვის, რომ გაარკვიოთ, რომელი ვიტამინი ან მინერალი გესაჭიროებათ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და საჭიროების შემთხვევაში, ჩააბაროთ ანალიზები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვიტამინების მიღების შემდეგ ისევ დაგრჩეთ მაგ. თმის ცვენა ან კანის სიმშრალე.
• ვიტამინები იყიდება სხვადასხვა ფორმით, მაგ. შუშხუნა აბების სახით, რომლებიც ადვილად შეითვისება, მაგრამ ყველასთვის როდი არის რეკომენდებული, მაგ. ასეთი სახით მიღება არ არის სასურველი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დაავადებულნი არიან კუჭის წყლულით.
• ყურადღებით წაიკითხეთ რეკომენდაციები, რომლებიც თან ახლავს ვიტამინურ კომპლექსებს. თუკი მითითებულია, რომ ისინი უნდა იქნას მიღებული კვებასთან მიმართებაში განსაზღვრულ დროს, მაგ. კვების დროს ან კვების შემდეგ, ან კვებამდე 20 წუთით ადრე, ეცადეთ, ზუსტად დაიცვათ მითითებული დრო.
• გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულში სინთეზური ვიტამინების მიღების ნაცვლად, უმჯობესია მიირთვათ მეტი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც მდიდარია ვიტამინებით.

http://bienhealth.com

2010.02.11