<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატებისა და მცენარეული საშუალებების ერთად გამოყენება სახიფათოა

ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულად სამკურნალო ბალახების მიღებას მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებლის.
ზოგიერთ პოპულარულ სამკურნალო მცენარეს, მაგ. გინკო ბილობასა და კრაზანას შეუძლია გააძლიეროს მთელი რიგი პრეპარატების ეფექტები, განსაკუთრებით ეს ეხება მედიკამენტებს, რომლებიც ინიშნება ხანდაზმულ ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
მეცნიერების გამოთვლებით, მკურნალობის მიზნით ყოველდღიურად მცენარეულ საშუალებებს იღებს დაახლოებით 15მლნ ამერიკელი, რომლებიც თვლიან, რომ ამით ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე. კერძოდ, ზოგიერთი თვლის, რომ კრაზანა აუმჯობესებს ძილს, ებრძვის დეპრესიას. სხვების აზრით, სამკურნალო ბალახებს შეიძლება ვანდოთ ისეთი მძიმე დაავადების მკურნალობაც კი, როგორიცაა კიბო, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამის კლინიკური დასაბუთება.
”ურთიერთზემოქმედებას ზოგიერთ სამკურნალო მცენარესა და პრეპარატს შორის შეუძლია სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობებიც კი გამოიწვიოს. შეიძლება დაირღვეს სისხლის შედედება, მოიმატოს ღვიძლის ფერმენტებმა, განვითარდეს ცვლილებები კარდიოგრამაზე”, - განმარტავს დოქტორი Arshad Jahangir მეიოს კლინიკის ფილიალიდან, რომელიც არიზონაში მდებარეობს.
კვლევის შედეგები გამოქვეყნებული იქნა ამერიკის კარდიოლოგთა კოლეჯის ჟურნალში (Journal of the American College of Cardiology).

http://solvay-pharma.ru

2010.02.08