<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ოსტეოპოროზის სამკურნალო მედიკამენტების მიღების შეწყვეტა შეიძლება

ოსტეოპოროზით დაავადებული ქალების გარკვეულ ნაწილს შეუძლია შეაჩეროს ძვლის სიმტკიცის გამაძლიერებელი პრეპარატების მიღება ხუთწლიანი მკურნალობის შემდეგ. ეს არ გაზრდის მოტეხილობების განვითარების რისკს, ამტკიცებენ ამერიკელი მეცნიერები.
ფოსფორის შენაერთების შემცველ პრეპარატებს ქალებში ნიშნავენ ძვლების გასამაგრებლად მენოპაუზის დადგომის შემდეგ. ექიმებმა არ იცოდნენ, რა დროის განმავლობაში უნდა იღებდეს ქალი ამ მედიკამენტებს.
ამერიკელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მიზანი იყო მედიკამენტების მიღების ოპტიმალური ხანგრძლივობის განსაზღვრა და იმ ასაკის დადგენა, როდესაც უნდა დაიწყოს მკურნალობა.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალებს, რომლებმაც შეწყვიტეს წამლის მიღება მკურნალობის 5 წლის შემდეგ, აღენიშნათ მოტეხილობების განვითარების ისეთივე პროცენტი, როგორიც იმ ქალებს, რომლებიც განაგრძობდნენ ამ პრეპარატების მიღებას.

http://MIGnews.com

2006.12.29