<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ექსპერიმენტული პრეპარატი სპირტიანი სასმელებით ტკბობის წინააღმდეგ

ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოცადეს ახალი პრეპარატი, რომელიც ალოკოჰოლიზმით დაავადებულებს სპირტიანი სასმელებისადმი მიდრეკილებისაგან იხსნის. მედიკამენტის მოქმედება ეფუძნება თავის ტვინში გამომუშავებული ნეიროპეპტიდის, ორექსინის დაბლოკვის მექანიზმს.
ნერვული უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ორექსინს, მოთავსებულია ჰიპოთალამუსში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ორექსინების ძირითად ფუნქციად ითვლებოდა მადის რეგულაცია, თუმცა, შემდეგ ნათელი გახდა, რომ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედებით გამოწვეული ეიფორია ასევე პირდაპირ არის დამოკიდებული ამ ნივთიერებების აქტივობაზე.
ლაბორატორიულ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორექსინების ეიფორული მოქმედების ბლოკირება იწვევს იმას, რომ ცხოველებს საერთოდ აღარ აინტერესებთ მათთვის შეუზღუდავად ხელმისაწვდომი ალკოჰოლი.
სხვა ექსპერიმენტის დროს ალკოჰოლიკი-თაგვები, რომლებსაც ჩაუტარდათ დეტოქსიკაცია, ასევე არ ავლენდნენ არანაირ ინტერესს სპირტიანი სასმელების მიმართ მაშინაც კი, როცა იმყოფებოდნენ მათთვის ჩვეულ ისეთ გარემოში, რომელიც ასოცირდებოდა ალკოჰოლურ თრობასთან.
ექსპერიმენტების შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ორექსინის სისტემის მაბლოკირებელი პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება შეამსუბუქოს ალკოჰოლიზმის მკურნალობა და თავიდან ააცილოს დაავადების რეციდივები განკურნებულ ალკოჰოლიკებს. გარდა ამისა, იმდენად, რამდენადაც ორექსინები დაკავშირებულია მადის კონტროლთან, ამ ფუნქციის მარეგულირებელი მედიკამენტები შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი დარღვევების სამკურნალოდ, როგორიცაა ბულემია ან ანორექსია.

http://Svobodanews.ru

2006.12.26