<<დაბრუნდი

სიახლეები
კანონმდებლობა
მედიკამენტები
აფთიაქები
ფარმაცევტული ფირმები
ფარმაცევტული წარმოება



 

 

 

   ნებივოლოლი ზრდის კორონარული სისხლის მიმოქცევის რეზერვს

ნებივოლოლი ზრდის კორონარული სისხლის მიმოქცევის რეზერვს იდიოპათიური დილატაციური კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში (Heart 2006; advance online publication).
დოქტორმა Dogan Erdogan და მისმა კოლეგებმა (უნივერსიტეტი Baskent, Konya, თურქეთი) გადაწყვიტეს შეესწავლათ ნებივოლოლის შესაძლო ზემოქმედება კორონარული სისხლის მიმოქცევის სარეზერვო შესაძლებლობებზე იდიოპათიური დილატაციური კარდიომიოპათიის მქონე 21 ავადმყოფში. მარცხენა პარკუჭის გადმოსროლის ფრაქცია საშუალოდ იყო 35,7%. ნებივოლოლის დანიშვნამდე კვლევის ყველა მონაწილე იღებდა რამიპრილს და ფუროსემიდს სულ მცირე 6 თვის განმავლობაში. ადრე არავის არ ქონდა დანიშნული ბეტა-ბლოკერები; არც ერთ მათგანს არ აღენიშნებოდა სისტემური დაავადებების ნიშნები. კორონარული სისხლის მიმოქცევის რეზერვი (კსრ) განისაზღვრებოდა კვლევის დასაწყისში და ნებივოლოლის მიღებიდან 1 თვის შემდეგ (საწყისი დოზა 1,25მგ/დღ, შემდეგი 2 კვირა - ყოველკვირეულად დოზის მომატებით 5,0მგ/დღ-ით). დამატებით, კსრ განისაზღვრებოდა კონტროლის ჯგუფშიც, რომელიც შედგებოდა 15 ადამიანისაგან. მოსვენებისას დ ჰიპერემიის დროს კორონარული სისხლის მიმოქცევის სიჩქარე განისაზღვრებოდა ტრანსთორაკალური დოპლერ-ექოკარდიოგრაფიით.
საწყისი მაქსიმალური დიასტოლური ნაკადის სიჩქარე (სმდს) იდიოპათიური დილატაციური კარდიომიოპათიის მქონე პაციენტების ჯგუფში კონტროლის ჯგუფთან შედარებით იყო დამაჯერებლად უფრო მაღალი მოსვენებისას (27,4სმ/წმ, ნაცვლად 22,3სმ/წმ; р<0.05), ხოლო ჰიპერემიის დროს - დამაჯერებლად ნაკლები (53,7სმ/წმ, ნაცვლად 63,2სმ/წმ; р<0.05). ამიტომაც კორონარული სისხლის მიმოქცევის რეზერვი დამაჯერებლად უფრო ნაკლები იყო იდიოპათიური დიასტოლიური კარდიომიოპათიის დროს (2,02, ნაცვლად 2,79, р<0.001).
ნებივოლოლის მიღების დაწყებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ ძირითად ჯგუფში კორონარული სისხლის მიმოქცევის რეზერვის დამაჯერებელი გაზრდის ფონზე დამაჯერებლად შემცირდა გულის შეკუმშვათა სიხშირე, არტერიული წნევის მაჩვენებლები და მისი ორმაგი წარმოებული. დანარჩენი ჰემოდინამიკური და ექოკარდიოგრაფიული მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.
საწყისი მაქსიმალური დიასტოლური ნაკადის სიჩქარე მოსვენების დროს შემცირდა 27,4-დან 23,1სმ/წმ-მდე (р=0.02), ხოლო ჰიპერემიის დროს გაიზარდა 53,7-დან 60,1სმ/წმ-მდე (р=0.02). კორონარული სისხლის მიმოქცევის რეზერვი დამაჯერებლად გაიზარდა 2,02 -დან 2,61-მდე (р<0.001).

http://Cardiosite.ru

2006.12.25